ქორეოგრაფი თინათინ წულაძე და მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი საზოგადოებას თავიანთი ურთიერთობის დაწყების საინტერესო დეტალებს პოდკასტში „ჩვენ“ უზიარებენ.
წყვილის პირველი შეხვედრა თეატრში მოხდა, თუმცა თავდაპირველად მათ შორის მხოლოდ შორეული ნაცნობობა არსებობდა.
წყვილის ინფორმაციით, ისინი უკვე 5 თვეა, რაც სასიყვარულო ურთიერთობაში არიან.
ტელეწამყვანის კითხვაზე: ერთი რამ, რითაც მოხიბლეს ერთმანეთი, ასე უპასუხეს:
ბუბა ჭოღოშვილი: „თინათინი არის ძალიან კეთილშობილი, იმდენად, რაღაცებში სიკეთით მოქმედება რომ ცოტა მიკვირდა. თავიდან უცნაური იყო, მერე კი ძალიან მომწონდა.“
თინათინ წულაძე: „პირველ რიგში ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანის სიმყარე - პირველი, რაც ბუბასთან ვიგრძენი იყო სწორედ ეს სიმყარე, ვიგრძენი, რომ შეგიძლია იმედი გქონდეს მისი. არის ჩემი საუკეთესო გულშემატკივარი“.
ცნობისთვის, თინათინ წულაძე ქორწინებაში უკვე იმყოფებოდა გიორგი კოტეტიშვილთან. წყვილი 2019 წელს დაქორწინდა. მათ საერთო შვილიც ჰყავთ. მოგვიანებით კი, მათი ოჯახი სამწუხაროდ, დაინგრა.
რაც შეეხება ბუბა ჭოღოშვილს, იგი ქორწინებაში იმყოფებოდა მომღერალ ნანკა გვარიშვილთან, რომელთა ურთიერთობაც გასულ წელს, მოულოდნელად დასრულდა. დაშორების მიზეზი ყვითელი მედიისთვის, დღემდე უცნობია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: