Digest Logo

🎥 „როდესაც ჩემი და დავკარგეთ, მაგ პერიოდში მქონდა მძიმე დაავადება, რომელიც დავამარცხე... თითქოს მე უნდა დამმართნოდა რაღაც და მან თავის თავზე აიღო“ - რას ჰყვება ჯანეტ ქერდიყოშვილი

1790540320
 ჯანეტ ქერდიყოშვილი

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი წლების წინ ტრაგიკულად გარდაცვლილ დას იხსენებს და მის შესახებ გადაცემაში „ნოესთან“ საუბრობს.

პატარა ანეტა ტრაგიკულად გარდაიცვალა სწორედ იმ დღეებში, როდესაც ჯანეტ ქერდიყოშვილი „მის საქართველო" გახდა.

„მიჭირს და არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს თემა არის ძალიან რთული. 

ის იყო ჩვენთან სულ რაღაც 10 წელი. ჩემსა და ანიტას შორისაც 10 წელი სხვაობა იყო - როცა ანიტა გაჩნდა მე 10 წლის ვიყავი. 

როდესაც ჩვენ ის დავკარგეთ უბედური შემთხვევის გამო, ის დარჩა ჩემი ოჯახის და პირადად ჩემი მფარველ ანგელოზად, როდესაც რთულ დაავადებას ვებრძოდი, მგონია რომ ის ძალიან დამეხმარა ამ პერიოდში. ხშირად მესიზმრებოდა, მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე მოხდა ეს ყველაფერი და ღმერთს მადლობა, რომ ეს დავამარცხე.

იმ პერიოდში ჩემ თავს ვადაუშაულებდე, თითქოს მე უნდა დამმართნოდა რაღაც და მან თავის თავზე აიღო,შეიძლება ეს ყველაფერი არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ ეს გრძნობა სულ დამყვება რომ თითქოს შეიძლება რაღაცაში მე ვიყო დამნაშავე“, - ამბობს ჯანეტი.

ნახეთ ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა ღირს კაბა, რომელიც მარიამ შენგელიას ქორწილში ეცვა და ვინ არის დიზაინერი?

🎥 მარიამ შენგელიას შესრულებული ცეკვა „ქართული“ - კადრები მომღერლის ქორწილიდან

⭕27 სექტემბრის გზავნილი - „ყველაფერი საბოლოოდ ნათელი გახდება“

✕