
ტელეეკრანებიდან ყველანი ძალიან ლამაზები, მიმზიდველები და სექსუალურები არიან, გინდა რომ შენც მათნაირი იყო. ფიქრობ და მათ ბაძავ...
მერე ხვდები, რომ ცნობილებსაც ისეთივე წარსული ჰქონდათ როგორიც შენ. თუნდაც, ძველი 90-იანები, რომლებიც ყველას გვაერთიანებს.
ჰოდა, გადაცემა „ქალებში“, ცნობილმა მანდილოსნებმა, მოდელმა- ალექსანდრა პაიჭაძემ, მსახიობმა- ნანუკა გულუამ და მსახიობმა - სალომე შარვაძემ ბავშვობის ვიდეო გამოაქვეყნეს.
ვინმე წარმოიდგენდით ალექსანდრას „ურემზე ამხედრებულს“? ან ნანუკა გულუას, რომელიც მღერის? ან ქეთი შარვაძეს, რომელიც იუმორისტ, ნიკა ქავთარაძის შოუში უკრაინელ გოგონებთან ერთად ცეკვავდა...