Digest Logo

როგორ გამოიყურებოდა კენდალ ჯენერი ჯეიკობ ელორდისთან ერთად წითელ ხალიჩაზე - ფოტოები Academy Museum Gala-დან

1792395609
ჯეიკობ ელორდი

2026 წლის Academy Museum Gala-მ, რომელიც წელს უკვე მეექვსედ გაიმართა, ჰოლივუდის უამრავ ცნობილ სახეს მოუყარა თავი. ღონისძიების მიზანი კინოს ხელოვნების აღნიშვნა და მისი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობაა.

საღამოს თანათავმჯდომარეები იყვნენ ტომ ფორდი, რობერტ როდრიგესი, სტივენ სპილბერგი და ქეით კეპშოუ.

საღამოზე, მოდელმა კენდალ ჯენერმა და მსახიობმა ჯეიკობ ელორდიმ საზოგადოების წინაშე ერთობლივი გამოჩენით დიდი ინტერესი გამოიწვიეს.

წყვილმა, რომლის ურთიერთობაც ბოლო პერიოდში მედიის ყურადღების ცენტრშია, გლამურული საღამო ერთად გაატარა და წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებულად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

ლოს-ანჯელესის მასშტაბურ ღონისძიებას უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა.

აკადემიის მუზეუმის გალა-დაჯილდოება ყოველწლიურად კინოინდუსტრიისა და შოუბიზნესის ყველაზე გავლენიან ფიგურებს უყრის თავს, ამ კვირის ღონისძიება კი ვარსკვლავური წყვილებისა და გამორჩეული ლუქების სიმრავლით განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

✕