მას შემდეგ, რაც მომღერალი მარიამ ელიეშვილი დედა გახდა, სოციალური ქსელის გამომწერებს ხშირად უზიარებს შვილის უსაყვარლესს კადრებს, რომელიც გამომწერებისგან კომპლიმენტებს იმსახურებს.
ამჯერად, მარიამი შვილთან ერთად გადაღებულ მორიგ უსაყვარლეს ფოტოს გვიზიარებს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
„უფალმა დალოცვილი და ბედნიერი გამყოფოთ ჩემო კარგებო“,
„როგორ ჰგავს მამას“,
„ღმერთმა ჯანმრთელი და სასახელო ბიჭი გაგიზარდოთ“,
„საყვარელი დედა-შვილი“, - წერენ კომენტარებში.
„ძალიან ხალისიანი, ღიმილიანი და პოზიტიური ბავშვია, ხელოვნებაც ძალიან უყვარს და ურთიერთობებიც. მასთან მოსვლა ყველას ძალიან უხარია, რადგან ყველას კარგად ხვდება, უცხოობა არ ახასიათებს. უკვე მეშვიდე თვეშია და ყველაფრით ინტერესდება, მუდმივად მოძრაობაშია“, - ამბობდა მარიამ ელიეშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ნახეთ ფოტო👇
