Digest Logo

როგორ ცხოვრობს ვალერი მელაძე - ფოტოები

1612127631
ვალერი მელაძე

 ქართველი მომღერალი, ვალერი მელაძე, უკვე წლებია რუსეთში საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობს.

 

ვალერი მელაძე 1965 წლის 23 ივნისს ბათუმში დაიბადა. ოჯახში, მის გარდა, უფროსი ძმა კონსტანტინე და უმცროსი და ლიანა იზრდებოდნენ.

მომღერლობა ბავშვობიდან სურდა, ამისათვის ბათუმის მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განხრით ჩააბარა.

კონსტანტინე კი ვიოლინოსა და ფორტეპიანოს უფრო ვირტუოზულად ფლობდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ძმებმა ნიკოლაევსკის გემთმშენებელ ინსტიტუტში ჩააბარეს.

1989 წელს ნიჭიერი ძმები მელაძეები მიიწვიეს ჯგუფში „დიალოგი“, რომელიც არტ–როკ სტილში მუშაობდა. მაშინ ჯგუფის ლიდერმა კიმ ბრეიტბორგმა ჩათვალა, რომ ვალერის ხმა ძალიან ჰგავდა ჯონ ანდერსონის ხმას.

ვალერის სიმღერებმა უკრაინაში მალე მოიპოვა პოპულარობა და 1993 წელს მისი, როგორც სოლო მომღერლის, დებიუტი შედგა. მელაძის პირველი ჰიტი იყო რომანსი, რომლის დამსახურებითაც ის 1994 წლის აღმოჩენადაც დასახელდა.

მალე ნიჭიერი მომღერალი რუსეთის პრიმადონას, ალა პუგაჩოვას ყურადღების ცენტრში მოხვდა და მან ვალერი იმავე წელს მიიწვია თავის საშობაო კონცერტზე.

ტელეფონის შემკეთებლიდან მილიონრობამდე გზა საკმაოდ რთული იყო...

ახლა, როგორც ამბობენ, ვალერი მელაძე რუსული „ფორბსის“ 20 ყველაზე მდიდარი რუსი მომღერლის რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს.



თავის დროზე, როცა რუსულ შოუბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამდა, პროდიუსერმა ევგენი ფრიდლიანდმა ქართულ გვარზე უარის თქმა შესთავაზა და რუსული ვერსიაც მოუძებნა – მელადოვა. პროდიუსერი შიშობდა, რომ დამწყებ მომღერალს რუსეთის დიდი სცენის დაპყრობაში ქართული გვარი ხელს შეუშლიდა.



ხალხი ყოველთვის სიყვარულით მხვდება და ჩემი ქართველობის გამო არასდროს მიგრძვნია უხერხულობა, – იხსენებს უკვე ცნობილი მომღერალი და წარმატებული ბიზნესმენი ვალერი მელაძე.

უკვე წლებია, მუსიკალურ სფეროში საქმიანობის გარდა, ქართველი მომღერალი კომერციული საქმიანობითაც არის დაკავებული და მოსკოვში რამდენიმე პოპულარული კლუბის, მათ შორის მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „რიტმ ანდ ბლიუზ კაფეს“ მფლობელია, რომელსაც ანდრეი მაკარევიჩთან ერთად ფლობს.

წლების წინ კი „ინვესტტორგბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრიც იყო.


თავად მომღერალი იშვიათად საუბრობს თავის ბიზნესსა და მილიონებზე. რამდენიმე წლის წინ კი, როცა რუსული ესტრადის ვარსკვლავი ქართველი მილიონერების სიაში მოხვდა 150 მილიონი დოლარით, ვალერი მელაძემ აღნიშნა, რომ თავისი ქონება ქართულ პრესაში ერთობ გადაჭარბებულად შეაფასეს.
View this post on Instagram

A post shared by Valery Meladze (@meladzevalerian)აგრეთვე წაიკითხეთ:

A post shared by Valery Meladze (@meladzevalerian)