ცნობილი ტელეწამყვანი თათია შარანგია წლების მანძილზე საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბრობდა. მის ცხოვრებაში სამი ქორწინება იყო - ლაშა შევარდნაძეზე, სანდრო შელიასა და ჯარჯი თორაძეზე.
როგორც თათია ცოტა ხნის წინ წერდა, ამჟამად მისი პირადი ცხოვრება მისი სამი შვილია და საკუთარ თავზე უზომოდ არის შეყვარებული.
ამჯერად, მან სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს უპასუხა:
- ყველა მეტად რას ნანობ?
- მატყუარა „ადამიანების“ ნდობას.
- როგორ არ უნდა იყოს კაცი?
- მატყუარა :) მშიშარა :) ჩამოუყალიბებელი :) უპასუხისმგებლო :) არაჯანსაღი ამბიციების მქონე
- რისი გეშინია?
- საყვარელი ადამიანების დაკარგვის. არა მხოლოდ ფიზიკურად. მათი გულისტკენისაც მეშინია.
მეშინია რაღაცის შიშმა არ დამაბრმავოს ისე, რომ მიზნის მიღწევაში ხელი შემიშალოს. მეშინია 1 დღეც კი ტყუილში ცხოვრების



⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შეუდარებელი ხარ“ - ნანუკა გუდავაძე ახალ კადრებს აქვეყნებს