Digest Logo

„რომელი მიხდება ყველაზე მეტად?“ - ლელა მებურიშვილი გამომწერებს მიმართავს

1791789645
ლელა მებურიშვილი

ცნობილი მსახიობი ლელა მებურიშვილი სოციალურ ქსელში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდა და გულშემატკივრებს საინტერესო კითხვით მიმართა. მსახიობმა სოციალურ ქსელში სხვადასხვა იმიჯითა და ვარცხნილობით გადაღებული კადრები გამოაქვეყნა და გამომწერების აზრით დაინტერესდა.

„უცებ აღმოვაჩინე, რომ დიდი ხანია, ფოტოები არ დამიდია! ჰოდა, თქვენთან ერთი კითხვა მაქვს… თქვენი აზრით, რომელი ვარცხნილობა მიხდება ყველაზე მეტად და რომელია უფრო „ჩემი“? დამიწერეთ კომენტარებში 1, 2, 3, 4…. ?“, - წერს ლელა მებურიშვილი.

მსახიობის პოსტს გამომწერების მხრიდან მყისიერი და თბილი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები აქტიურად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და კომენტარებში საყვარელ მსახიობს სხვადასხვა იმიჯს უწონებენ.

ნახეთ ფოტოები:

✕