Digest Logo

„როცა ფულს ბედნიერება არ მოაქვს!“ - რატომ გააკრიტიკეს ლამინ იამალი და მისი შეყვარებული „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების შემდეგ?

1793102050
ლამინ იამალი

„ოქროს ბურთის“ 2026 წლის დაჯილდოების შემდეგ ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ ფეხბურთელები და გამარჯვებულები, არამედ მათი ჩაცმულობაც მოექცა. სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით განიხილავენ „ბარსელონას“ ვარსკვლავის, ლამინ იამალისა და მისი შეყვარებულის, ინეს გარსიას გამოჩენას.

19 წლის ფეხბურთელი ცერემონიაზე Chanel-ის შავი კოსტიუმით მივიდა, რომლის ყველაზე თვალშისაცემი დეტალი დიდი ვარდისფერი ყვავილის ფორმის აქსესუარი იყო. უჩვეულო სამოსმა სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია - ზოგმა მისი სტილი მოიწონა, სხვებმა კი გააკრიტიკა და ხუმრობის თემად აქცია. როგორც გამოცემა AS წერს, აქსესუარი Chanel-ის ბუმბულებისგან დამზადებული მასიური ბროშია და არა ნამდვილი ყვავილი. 

იამალთან ერთად წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა მისი შეყვარებული ინეს გარსიაც, რომელსაც იტალიელი დიზაინერის, ჯუზეპე დი მორაბიტოს შავი კაბა ეცვა. 

ცერემონიიდან გავრცელებულ ფოტოებს სოცქსელში ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი მომხმარებელი ინესის გარეგნობასა და მის გამომეტყველებას განიხილავს, სხვები კი კრიტიკულ კომენტარებში მის ფინანსურ ინტერესებზე მიანიშნებენ და წერენ: „როცა ფულის მეტი არაფერი გაქვს და მას ბედნიერება არ მოაქვს“.

✕