დიზაინერი ავთო ცქვიტინიძე „იუთუბის“ არხზე კოტcast-ის სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ერთ-ერთი თემა, რომელსაც იგი შეეხო მაღალი მოდის ინდუსტრიაა და მისი სტანდარტები იყო.
„დღესდღეობით მოდელი იყოს უბრალოდ ლამაზი ეს აღარ არის საკმარისი, პრინციპში ეს არც არასოდეს ყოფილა საკმარისი. მას უნდა ჰქონდეს ქარიზმა, უნდა შეეძლოს მოდელის გამოტანა და ჰქონდეს ნატურალური ვიზუალი.
ხშირ შემთხვევაში, როდესაც გოგონა იზრდება და ფორმებს იცვლის, იხსენება ჩვენებებიდან, ზედმეტი ახსნა განმარტების გარეშე. თუ ეს არ არის ვინმე ცნობილის შვილი. მაგალითად ბელა ჰადიდი, რომელსაც აქვს კარგი ჩარევები სახეზე, თვალზე და ცხვირზე, მაგრამ ის ისეთი მშობლების შვილია და თავადაც იმდენად რეიტინგული პერსონაა, რომ დაშვებულია.
მკერდის და მრგვალი ფორმების მქონე მოდელი მაღალ მოდაში არ დაიშვება“, - ამბობს ცქვიტინიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს - ნახეთ, შვილების რეაქცია
⭕„შეეცადეთ, თავი აარიდოთ ყოველგვარ კონფლიქტს“ - 27 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი