
პარიზში, „Balenciaga გაზაფხული/ზაფხული 2024“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიება მე-17 საუკუნის Les Invalides-ს შენობაში მიმდინარეობდა, შოუ დემნას დედამ ელლამ გახსნა.
დღევანდელ ჩვენებას, მომღერალი ლელა წურწუმიაც დაესწრო, რომელიც ქართველ დიზაინერს დემნას შეხვდა.
შეხვედრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
დემნას თქმით, მას როცა საქართველოს ნოსტალგია აქვს, ლელა წურწუმიას სიმღერებს უსმენს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა დემნას მამა და საბა ბახია.
ამავე თემაზე:
🎥 „Balenciaga გაზაფხული/ზაფხული 2024“ ჩვენება დემნას დედამ, ელლამ გახსნა