Digest Logo

როცა სტილი და სექსუალურობა ერთიანდება: ალექსანდრა პაიჭაძის მორიგი ეფექტური გამოჩენა

1789731569
ალექსნადრა პაიჭაძე

მოდელი და ინფლუენსერი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში მორიგ ეფექტურ ფოტოსესიას აქვეყნებს. ამჯერად მან თბილისში, „დიორის“ {Dior} სტენდთან გადაღებული კადრები გაუზიარა გამომწერებს, სადაც ელეგანტურ სამოსში გამოწყობილი საკმაოდ სექსუალურ იმიჯს ირგებს.

დახვეწილმა სტილმა და მოდელის გამორჩეულმა ვიზუალმა გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება და დადებითი კომენტარები მალევე დაიმსახურა:

„დახვეწილობა და სექსუალურობა ერთად! “,

„დიორს“ უხდება ალექსანდრა თუ ალექსანდრას „დიორი? “,

„როგორც ყოველთვის, უნაკლო სტილი და საოცარი ფორმა!“, - წერენ კომენტარებში.

ალექსანდრა პაიჭაძე ქართული შოუბიზნესისა და მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და განხილვადი სახეა. მან კარიერა სამოდელო სფეროში ადრეულ ასაკში დაიწყო და სწრაფად მიაღწია წარმატებას — მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფოტოსესიასა და მოდის კვირეულში.

სამოდელო სფეროს გარდა, ალექსანდრამ ძალები ტელევიზიაშიც სცადა, სადაც სხვადასხვა გასართობი გადაცემის წამყვანისა და სტუმრის ამპლუაში ხშირად გვევლინებოდა. ის აქტიურადაა ჩართული სოციალურ მედიაში და ითვლება ერთ-ერთ წამყვან ქართველ ინფლუენსერად, რომელიც ცნობილ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბრენდებთან თანამშრომლობს.

მოდელი საზოგადოების ყურადღებას არა მხოლოდ თავისი ვიზუალითა და უნაკლო გემოვნებით, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ვარჯიშითა და თამამი, განხილვადი განცხადებებით იპყრობს. მას ორი შვილი ჰყავს და ხშირად უზიარებს გამომწერებს დედობისა და კარიერის შეთავსების საკუთარ გამოცდილებას.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Aleksandra Paichadze (@aleksandrapaich)

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ფიზიოლოგიურად, დაიბადა ჯანმრთელი გოგონა...“ - ახალი სიცოცხლე სასწრაფოს ავტომობილში: ჯვარის სამედიცინო ბრიგადის პროფესიონალიზმი

⭕ „დაგეხმარებათ ფინანსებთან დაკავშირებული შფოთვის გათავისუფლებაში...“ - მარტივი პრაქტიკა თამუნა იოსელიანისგან

⭕ ვილი სანიოლი – „ოლისე საუკეთესოდ მსოფლიო ჩემპიონატის კუთხით დავასახელე, თორემ აქამდე სულ კვარაცხელიას ვუჭერდი მხარს“