მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა. მისი შემოქმედების მიმართ ინტერესი დღესაც არ წყდება და საზოგადოების ნაწილი მუდმივად აკვირდება ოჯახის ცხოვრებას.
გარდაცვლილი მუსიკოსის შვილმა ნანა ჩარკვიანმა ძმასთან და მამიდასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ირაკლი ჩარკვიანი სამჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში. მეორე ცოლისგან მას მაქსიმე, მესამე ქორწინებიდან კი ნანა ჩარკვიანი ჰყავს.
მაქსიმე ჩარკვიანის დედა ლენა ვიქტოროვნა, ნანასი კი ქეთათო პოპიაშვილია.
„საამაყო და-ძმა“.
„მიხარია თქვენი დანახვა“.
„ძალიან საყვარლები ხართ“.
„საამაყო ოჯახი“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 „მიხეილ თევდორაძე გამოვაცილეთ... დიდება გმირებს“ - ემოციური კადრები უკრაინიდან
🔵„კოვიდ არავაქცინირებულები უფრო ხშირად ხვდებიან ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლნი!“ - გიორგი ფხაკაძე
🔵ცნობილია, რომელ ტელევიზიაში გადადის „რუსთავი 2“-იდან წასული ნიკოლოზ ხაჩიძე