Digest Logo

🎥 სად იცხოვრებენ ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე - კვარაცხელიას გასაიდუმლოებული ქორწილის ექსკლუზიური დეტალები

1698042215
ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა

2 კვირაში 4 გოლი და დუბლი 14-თვიანი პაუზის შემდეგ! „კვარა დაბრუნდა" - ასე აღნიშნავენ „ნაპოლის" გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს „ვერონას" წინააღმდეგ! თავად ხვიჩამ კი „ვერონას“ კარში გატანილი გოლი ნიცა თავაძეს მიუძღვნა, ვისზეც ზუსტად ერთი კვირის წინ ჯვარი დაიწერა.

ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ქორწილი გასაიდუმლოებული იყო. ჯვრისწერა სამთავროს დედათა მონასტერში გაიმართა, წვეულება კი მთაწმინდაზე, რომელსაც მხოლოდ უახლოესი ნათესავები და ბავშვობის რამდენიმე მეგობარი დაესწრო. სტუმრებს ეკრძალებოდათ ფოტოების გამოქვეყნება, თუმცა ჯვრისწერაზე და საქორწილო წვეულებაზე გადაღებული ფოტო და ვიდეო სოციალურ ქსელში მაინც გავრცელდა.

15 ოქტომბერს ის საქართველოში თითქოს მხოლოდ კვიპროსთან სათამაშოდ ჩამოვიდა, მოწინააღმდეგეს გოლი გაუტანა და ახალი ჟესტით აღნიშნა. მანამდე მისი ყველა ჟესტი მის რჩეულს ეძღვნებოდა. რჩეული - 19 წლის ნიცა თავაძეა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული კარიერის პარალელურად მუდმივად იყო ინტერესის ეპიცენტრი, მაგრამ ის პრესას არასდროს სწყალობდა.

15 ოქტომბრის თამაშის პარალელურად ფეხბურთელი, თურმე მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაბიჯისთვის, მაქსიმალურად კონსპირაციულად ემზადებოდა.

 

 

მან შეძლო და ქორწილი ქორწილამდე საიდუმლოდ შეინახა.ხვიჩა კვარაცხელიამ პომპეზურობა არ მოინდომა, მისმა ქორწილმა - ვარსკვლავური ქორწილის ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია, მათ შორის მოლოდინი, რომ ქორწილი მაინც და მაინც შაბათს ან კვირას გაიმართებოდა - ფეხბურთელმა ჯვარი ორშაბათს დაიწერა.

 პატარძალს ამ მნიშვნელოვანი დღისთვის ორი სადა კაბა ჰქონდა, ორჯერ შეიცვალა ვარცხნილობაც.

წყვილმა ჯვარი მცხეთაში სამთავროს მონასტერში დაიწერა, ჯვრისწერის რიტუალი მამა ილიამ ჩაატარა, მეჯვარეებად ჰყავდათ ბავშვობის მეგობრები - ხვიჩას 2, ნიცას კი 1. ცერემონიის შემდეგ ტაძრიდან გამოსულები ჩოხოსნების თაღში გაატარეს. შემდეგ დედებმა დალოცეს. მცხეთიდან წყვილი ძალიან მწირი მაყარით, ფუნიკულიორზე ავიდა.

რესტორანში საგანგებოდ არ უმუშავიათ დიზაინერებს, მოკრძალებულობა აქაც გამოიჩინეს და დასჯერდნენ იმას, რაც დაახვედრეს. 150-კაციან დარბაზში ქართული ტრადიციული სუფრა მხოლოდ 60 კაცზე გაიშალა, იყვნენ მარტო ოჯახის წევრები და მეჯვარეები.

ქართულის პარალელურად, იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავის ქორწილის შესახებ ალაპარაკდა საერთაშორისო მედიაც.

ქორწილის შემდეგ წყვილი იტალიაში გაფრინდა. ასე აარიდეს მათ თავი ქართულ მედიას, მაგრამ არა იტალიურ ტაბლოიდებს, რომლებმაც გაავრცელეს ფოტოები, სად იცხოვრებს რჩეულთან ერთად ახალდაქორწინებული ფეხბურთელი. ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ბაზიდან - ნაპოლის ზღვის ხედით, ახალ სახლში გადავიდა.

🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵სანდრო შელიასა და ნინა ხუბუტიას რომაული ქორწილი

🔵„საოცრად ლამაზი ხარ, ეს ის შემთხვევაა როცა ასაკი ვერას აკლებს ქალის მშვენიერებას“ - ლელა წურწუმია ახალ კადრებს აქვეყნებს

🔵თათია შარანგია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

წყარო: rustavi2.ge