Digest Logo

„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ბოროტი ადამიანია... ერთს ვიტყვი...“ - ვის ემუქრება მოკვლით ნინუცა მაყაშვილი

1656569057
ნინუცა მაყაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი, ნინუცა მაყაშვილი შეყვარებულია. მსახიობი ჟურნალ „თბილისელებთან“საყვარელი კაცისა და ზაფხულში დასვენების შესახებ საუბრობს.

როგორც თავად ჰყვება, მას შემდეგ რაც ედუ მის ცხოვრებაში გამოჩნდა სამყარო ამოტრიალდა.

„რაც ედუ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, ჩემ გარშემო ყველაფერი შეიცვალა, სამყარო ამოტრიალდა. რვა თვეა, ერთად ვართ და ეს ადამიანი, მართლა ენერგეტიკულად ჩემია. ამ ადამიანის გამოჩენამდე ვინმესთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მქონდა. მით უმეტეს, სერიოზულის. მაგრამ ედუს შემთხვევაში იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები, გაანალიზებაც ვერ მოვასწარი.

ორი იდეალური ნაწილი რომ შეხვდება ერთმანეთს და იდეალურად ეწყობა, ზუსტად ეს შემთხვევაა. გაგვიმართლა ორივეს. ამ ადამიანის გვერდით თავს მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ. მეტს ვერაფერს გეტყვით, პირადი არის პირადი.

სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ბოროტი ადამიანია და არ მინდა მათი უაზრო კომენტარების კითხვა. ამიტომ, მაქსიმალურად ვერიდები ამ თემაზე საჯაროდ საუბარს. ერთს ვიტყვი: ყველას აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. ამიტომ, რასაც ვთვლი საჭიროდ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, იმას ვიტყვი, მეტს ვერაფერს. სხვათა შორის, ესეც ისეთივე ბოდიალაა, როგორიც მე, ასე რომ, ამ ზაფხულს ოჯახთან და საყვარელ მამაკაცთან ერთად გავატარებ. ზოგადად, დახურული მაქვს პირად თემებზე საუბარი. მე ჩემი პირადი სივრცე მაქვს, ედუს – თავისი, თუმცა ორივეს ერთნაირი ინტერესები გვამოძრავებს, მაგალითად, მოგზაურობა, სხვადასხვა ადგილების დათვალიერება, ბოდიალი... თუ მას გადაღებები არ აქვს და შესაბამისად, მეც მცალია, დავადებთ თავს და ვმოგზაურობთ. მინდა, ეს ზაფხული აქტიურად გავატარო ოჯახის წევრებთან ერთად და ჯერ არც ის დამიგეგმებს, სად დავისვენებ“, - ამბობს ნინუცა.

კითხვაზე, ზღვა გირჩევნია თუ მთა, მსახიობი შემდეგ პასუხს სცემს:

– ზღვასაც და მთასაც თავისი ხიბლი აქვს. თუმცა, ზოდიაქოთი წლით „დრაკონი“ ვარ, ამიტომ მიყვარს სულ გადაადგილებები და ექსტრემები. თვით კი „თევზები“ ვარ და წყალი და ცურვა ჩემი სტიქიაა. საჯომარდოდაც ხშირად დავდიოდი. რასაკვირველია, იყო გაუთვალისწინებელი მოვლენებიც, მაგრამ იმდენად მსიამოვნებს და მიყვარს ექსტრემი, არ მაქვს შიში, რომ რამე მომივა. რუჯზეც ვგიჟდები და მინდა, მოვკლა ყველა, ვისაც არ უყვარს ზაფხულის პერიოდი (იცინის). ყველას მოკვლით ვემუქრები, ვისაც მზე, სიცხე და ზაფხული არ უყვარს (იცინის). ასე რომ, მთელი წელი ველოდები როდის მოვა ზაფხული. აგვისტოს თვეში მაქვს შვებულება და მინდა, ეს ზაფხულიც ისე გავატარო, აქტიურ დასვენებასთან ერთად, ბევრი კარგი მოგონება და შთაბეჭდილება დამრჩეს.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🎥 რა გზა გაიარა შსს-დან დიდ სცენამდე, რატომ ალაპარაკდა ყვითელი პრესა ლუბა უსპენსკაიასთან მის ურთიერთობაზე და რას ჰყვებოდა რუსეთში ცხოვრებაზე? - 31 წლის ასაკში გარდაცვლილი მომღერლის პირადი ამბები

მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობა, სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი და 20 წლით პატარა რჩეული - სკანდალებში გახვეული დავით კოდუას პირადი ამბები

„ეს იყო საიდუმლო, რომელიც მივიტანეთ ბოლო წუთამდე“ - გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი გალას შესახებ

წყარო: tbiliselebi.ge