Digest Logo

„სანამ იმდენს მივაღწევდი, რომ მხოლოდ სიმღერა ყოფილიყო ჩემი ძირითადი საქმიანობა, მანამდე, თითქმის, სულ ისეთ საქმეს ვაკეთებდი, რაც არ მიყვარდა“ - გიორგი ძოწენიძე

1758138344
გიორგი ძოწენიძე

მომღერალი გიორგი ძოწენიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში მისი ცხოვრების ბევრ მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს. 

როგორც იგი ჰყვება, ახლა ზუსტად ისე ცხოვრობს, როგორ ცხოვრებაზე ოცნებობდა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– ვინ არის გიორგი ძოწენიძე?

ქართველი კაცი, ქართული, ღირსეული, მართლმადიდებლური ღირებულებებით, ორი შვილის მამა, ულამაზესი და ღირსეული ქალბატონის მეუღლე.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ზუსტად ისე ვცხოვრობ, როგორზეც ვოცნებობდი. ჩემი საყვარელი ადამიანები ჯანმრთელები არიან, საყვარელ პროფესიაში ვარ და ღირსეული და მოსიყვარულე ოჯახი მაქვს.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ, მაგრამ საჭირო იყო?

– ძალიან ბევრჯერ, თითქმის მუდმივად. სანამ იმდენს მივაღწევდი, რომ მხოლოდ სიმღერა ყოფილიყო ჩემი ძირითადი საქმიანობა, მანამდე, თითქმის, სულ ისეთ საქმეს ვაკეთებდი, რაც არ მიყვარდა. მაგალითად, ორი წლის წინ, სანამ ჩვენი სიმღერით ძალიან წარმატებულები გავხდებოდით, ფაქტობრივად, რობოტად ვმუშაობდი. ძალიან ბევრ ვიდეოს ვუყურებდი, დღის განმავლობაში რამდენიმე ათასს და მათში სხვადასხვა დარღვევებს ვაკონტროლებდი, რასაც ახლა ხელოვნური ინტელექტი აკეთებს, იმავეს მე ვაკეთებდი, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში. კიდევ ბევრ ისეთ ადგილას მიმუშავია, სადაც არ მსიამოვნებდა, მაგრამ საჭიროებას წარმოადგენდა. სამაგიეროდ, გამომუშავებული თანხით ოჯახს ვინახავდი და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

– ემოციური და გულჩვილი ხართ?

– ჩემს მეუღლეს რომ ჰკითხოთ, ნაკლებად ემოციური ვარ და მის ფონზე, შეიძლება, მართლა ასეა, რადგან შეიძლება, მას ყველაფერზე ცრემლი წამოუვიდეს, ძალიან სენსიტიკურია. მე ასეთი არ ვარ, მაგრამ წარმოიდგინეთ, მაგალითად, სცენიდან ჩამოვდივარ ან ქუჩაში მივდივარ და პატარა ბიჭუნა ან გოგონა გამორბის და მთელი გულითა და სულით მეხუტება. საერთოდ რომ არ იყო ემოციური, ასეთ მომენტში, მაინც ვერ შეიკავებ ცრემლს. ჩემს ცხოვრებაში ხშირად არის მომენტი, როცა ემოციები მაწვება, რაც ძირითადად, ჩემს კარიერას უკავშირდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საქართველოში ქართველები არა კვდებიან“ - ეკა კვალიაშვილის პატრიოტული სიმღერა, რომელმაც ერთ დღეში მილიონამდე ნახვა დააგროვა

⭕ეკატერინე ტუღუშის პიკანტური ფოტოები - კადრებმა გამომწერები მონუსხა

🎥 ადგილი, სადაც ყველაზე ლაღად და კომფორტულად თავს ტარაკნები გრძნობენ! - საგანგაშო რეპორტაჟი „ნავთლუღის“ მიმდებარე ტერიტორიიდან

წყარო: tbiliselebi.ge