Digest Logo

„საქართველოში მხოლოდ ფრჩხილების გასაკეთებლად ჩამოდიხარ...“ - შორენა ბეგაშვილი თბილისში იმყოფება, რა კადრებს აქვეყნებს მოდელი?

1750234705
შორენა ბეგაშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უამრავი ჭორი მოსდევს. მიუხედავად ამისა, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებსა და გულშემატკივრებს პერიოდულად უზიარებს.

მოდელის პირად ცხოვრებას, არაერთი სკანდალი უკავშირდება და მის გვერდით მყოფ საყვარელ კაცზე სხვადასხვა ჭორი თუ მართალი ვრცელდება ყვითელ მედიაში. 

შორენა ბეგაშვილი ბევრს მოგზაურობს, უკვე ბოლო რამდენიმე თვეა იგი იტალიაში საყვარელ მამაკაცთან ერთად იმყოფება.

ამჯერად მოდელი საქართველოში დაბრუნდა და კადრებს თბილისის ქუჩებიდან აქვეყნებს, სადაც ძაღლთან სანისთან ერთად არის, იგი ასევე ესტუმრა თავის საყვარელ სალონს, სადაც ფრჩხილებს იკეთებს. 

კადრებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა: 

„საქართველოში მხოლოდ ფრჩხილების გასაკეთებლად ჩამოდიხარ“, 

„ფრჩხილებს გაიკეთებს და წავა“, 

„ულამაზესი“, 

„კარგია შენ ქვეყანაში რომ ხარ“, - წერენ კომენტარებში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დახატული გოგო“ - მარიამ შენგელია თურქეთში ისვენებს

⭕„ბედნიერები, ჯანმრთელი და გახარებული მყავდე მამიკო! ძალიან მიყვარხარ!“ - გია ბაღაშვილის უფროსი გოგო იუბილარია

⭕„მადლობა...“ - მერაბ დვალიშვილმა საქართველო დატოვა