Digest Logo

„სასოწარკვეთილებაში ვარ, ჩემი საყვარელი ვაჟი...“ - ბრაიან კრენსტონი არჯეი მიტს ემშვიდობება

1791889521
არ ჯეი მიტი

34 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი არჯეი მიტი გარდაიცვალა.

მას ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ბრაიან კრენსტონი სოციალურ ქსელში ემშვიდობება და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:

„ამას რომ ვწერ, ღრმა სასოწარკვეთილებაში ვარ. არჯეი მიტი, ჩემი საყვარელი ვაჟი Breaking Bad-დან, გარდაიცვალა.

მას მხოლოდ 14 წლის ასაკში შევხვდი, როდესაც უოლტერ უაით უმცროსის როლზე აიყვანეს, როლი, რომელიც მან დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით შეასრულა. 

ცერებრალური დამბლით დაბადებული, არასდროს, არასდროს უშვებდა, რომ ეს გამოწვევა რაიმეს საბაბად ქცეულიყო. დიდი მონდომებით შეხვდა გადაღებების გრაფიკს. 

ყოველთვის ისმენდა რჩევებს, რომლებსაც მისი ტელევიზიის მშობლები (ანა განი და მე) ვაძლევდით, მაგრამ მოზარდობის ასაკში, ზოგჯერ ეშმაკურად უგულებელყოფდა რჩევებს, რათა რთული გამოცდილებით ესწავლა... იგი იყო პოპულარული სატელევიზიო შოუს ერთ-ერთი ვარსკვლავი, მაგრამ მაინც ბავშვი. 

განსაკუთრებით დამანგრეველია იმის გაგება, რომ მან თავი მოიკლა. 

რატომ? 

სულ რამდენიმე კვირის წინ ვწერდით ერთმანეთს. 

მიყვარდა და ძალიან მსიამოვნებდა მასთან ერთად ყოფნა სერიალში... მომენატრები, შვილო“, - წერს ბრაიან კრენსტონი.

არ ჯეი მიტი მილიონობით მაყურებელმა სერიალიდან „მძიმე დანაშაული“ გაიცნო, სადაც იგი ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა.

გარდაცვლილი ტელეეკრანზე პირველად 2008 წელს გამოჩნდა. ცერებრალური დამბლით დაავადებულმა მსახიობმა საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება პერსონაჟს მოარგო, რამაც მის როლს განსაკუთრებული ავთენტიკურობა შესძინა.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Bryan Cranston (@bryancranston)

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕შონ კომბსი თავის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს - რას წერს უცხოური მედია

⭕რუსთავში, კორპუსის მესამე სართულიდან 12 წლის მოზარდი გადავარდა

⭕წვიმა და ელჭექი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

✕