Digest Logo

შონ კომბსი თავის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს - რას წერს უცხოური მედია

1791888266
შონ კომბსი

რეპერი შონ კომბსი (P Diddy) ნიუ-ჯერსის ფედერალური ციხიდან საავადმყოფოში თავის ტრავმით გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, რეპერი ციხეში იმავე დღეს დააბრუნეს.

ტრავმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენთვის ცნობილია შონ კომბსთან დაკავშირებული გავრცელებული ინფორმაცია და ვცდილობთ, მომხდარის გარემოებები გავარკვიოთ. ახლა ჩვენთვის ყველაზე მთავარი მისი ჯანმრთელობა და მდგომარეობაა“, - განაცხადა რეპერის წარმომადგენელმა გამოცემა Variety-სთან.

მანამდე ტელეკომპანია NBC იუწყებოდა, რომ P Diddy ნიუ-ჯერსის ციხეში პრივილეგირებული პირობებით სარგებლობს, რის შემდეგაც ის იზოლატორში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, 2025 წლის 3 ოქტომბერს სასამართლომ კომბსს პროსტიტუციაში ჩაბმის მიზნით ადამიანების გადაყვანის საქმეზე 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და 500 000 აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმა მიუსაჯა. ამასთან, პროკურორები რეპერისთვის 11-წლიან პატიმრობას ითხოვდნენ.

რეპერის სავარაუდო გათავისუფლების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა: თავდაპირველად, მან 2028 წლის ივნისიდან აპრილამდე, შემდეგ კი იმავე წლის იანვრამდე გადაიწია. ციხეში არსებულ პრივილეგიებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ კი გათავისუფლების თარიღი კიდევ უფრო შეიცვალა და 2028 წლის 2 მარტით განისაზღვრა.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რუსთავში, კორპუსის მესამე სართულიდან 12 წლის მოზარდი გადავარდა

⭕წვიმა და ელჭექი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

⭕სანამ იტყვი: „ჩემი შვილი ამას არ გააკეთებდა!“, გაჩერდი და დაფიქრდი! - მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მშობლებს!

✕