Digest Logo

„სასოწარკვეთილიც ვყოფილვარ და ათი კილოც დამიკლია ნერვიულობისგან... საცოდავიც ვყოფილვარ...“ - მალხაზ ქვრივიშვილი

1685366665
მალხაზ ქვრივიშვილი

მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი „იმედის დღის“ ეთერს სტუმრობდა, რომელმაც ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, თუ რა უქმნის ადამიანებს ჰარმონიას ყოველდღიურობაში.

„ყველანაირ ურთიერთობაში ვყოფილვარ. ბევრნაირი ურთიერთობა მაქვს გამოვლილი. სასოწარკვეთილიც ვყოფილვარ, ათი კილოც დამიკლია ნერვიულობისგან, საცოდავიც ვყოფილვარ… შენს თავთან როცა რჩები მარტო და გგონია, რომ სამყარო შენ წინააღმდეგაა… რამდენიმე პარტნიორს შეიძლება გული დავწყვიტე და მეც დავწყვიტე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე მხარე ცუდია… ყოველთვის მეკითხებოდნენ, შენ დაშორდი თუ ის დაგშორდაო… ეს რა კითხვაა?...  დრო ყველაფერია. ეს შენი ცხოვრებაა. ჩვენ შემოქმედი ხალხი ვართ, მსახიობებს კიდევ სხვა ცხოვრება აქვთ, სხვა ტემპი და სხვა რიტმი. ყველაფერი გაინტერესებს, ყველაფერს უნდა შეეხო და განიცადო. ჰარმონია ვნახე და ვიპოვე ახლა. ცუდია, რომ ტოქსიკური ურთიერთობა უნდა გაიარო, მაგრამ ყველას თავისი ჯვარი აქვს სატარებელი. არ ვნანობ, რაც გავიარე და რა შეცდომებიც იყო. შეიძლება, ადამიანს არ გინდა და უნებურად იგივე შეცდომები დაგემართოს“, - განაცხადა მალხაზ ქვრივიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „მე მაპატიეთ, მაგრამ „საქართველო“ ლამაზად მარტო ქართულად ჟღერს. „Sakartvelo“ სულაც არ მელამაზება“- რას წერს მერაბ მეტრეველი

🔵 „აი ასეთი გახლავთ სწორი ქურდული აღზრდა, დილა დავიწყოთ მაფიოზურად“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე იტალიური მაფიის ბოსზე, რომელსაც 16 წელი ეძებდნენ, და აღმოჩნდა, რომ პიცერიაში მცხობელად მუშაობდა

🎥 „რა ლამაზი ოცნებები გქონდა, ჩემო ლამაზთვალება“ - გიორგი მირზაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან