
2024 წლის შემაჯამებელ მთავარ მუსიკალურ მოვლენას, „გრემის“ 67-ე დაჯილდოებას, ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე დაესწრო. ამის შესახებ ცნობილი მისი სოციალური ქსელიდან გახდა.
ამჯერად მომღერალი საზოგადოებას მიმართავს:
„მე როცა ვსაუბრობ ხოლმე უფალზე, ყველა რატომღაც დამცინის, მაგრამ ეს არის ყველაზე დიდი ძალა და სიყვარული, რაც ადამიანს გააჩნია. სასწაულებს მხოლოდ ღმერთი ახდენს, ეს დაიმახსოვრეთ. ეს შემთხვევაც ამის მაგალითია“, – წერს ნუცა ბუზალაძე და კადრებს გვიზიარებს, სადაც იგი კამერების წინ წითელ ხალიჩაზე პოზირებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით