„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რას ამბობთ, რადგან თქვენ მიერ წარმოთქმულ სიტყვები გარკვეულ ძალას ატარებს და ეცადეთ, რომ მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ იმას თუ რას ამბობთ“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, მათი 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია 👇
ვერძი - შესაძლოა მოხდეს ცვლილებები და ამისთვის იყავით მზად და არ აირიდოთ თავიდან ეს სიახლეები.
კურო - ეს დღე შეგიძლიათ დაუთმოთ ფინანსურ საკითხებს, კარგია ინვესტიციის გაკეთება, ან ახალი საქმის დაწყება.
ტყუპები - გაქვთ საშუალება გამოასწოროთ ის გაუგებრობა და უთანხმოებები, რომელიც ადამიანებთან დაგიგროვდათ ბოლო პერიოდის განმავლობაში.
კირჩხიბი - ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ეცადეთ ეს დღე კომფორტულად გაატაროთ.
ლომი - პოზიტიური დღე გელოდებათ განსაკუთრებით კი ურთიერთობების კუთხით, შესაძლოა დღეს შეხვდეთ ადამიანს, ვინც თქვენი მეორე ნახევარი გახდება.
ქალწული - უმჯობესია დღევანდელი დღე სახლს და ოჯახს დაუთმოთ, გაქვთ შანსი გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები და პრობლემები.
სასწორი - დადებითი დღეა მარტივად შეძლებთ ადამიანებთან კომუნიკაციას. ასევე მარტივად გამოგდით ნებისმიერი პრობლემების გადაჭრა.
მორიელი - დღევანდელი დღე დაუთმეთ ფინანსური საკითხების გადაწყვეტას, შეგიძლიათ დაწეროთ გეგმა თუ როგორ გსურთ განვითარება ფინანსური კუთხით.
მშვილდოსანი - განსაკუთრებული ენერგია და თავდაჯერებულობა გაქვთ, ყველაფერი რისი გაკეთებაც გსურთ შეგიძლიათ დღეს ჩაუყაროთ საფუძველი.
თხის რქა - ეს დღე დაძაბული იქნება, შესაძლოა გაგიჩნდეთ მარტო დარჩენის და იზოლაციის სურვილი. ეცადეთ თავიდან აირიდოთ სტრესი და ვალდებულება, რომელიც თქვენზე ცუდ გავლენას ახდენს.
მერწყული - კარგი იქნება დღევანდელი დღის გატარება მეგობრებთან, ეს დღე გახადეთ პროდუქტიული და სასიამოვნო.
თევზები - კონცენტრირდით კარიერულ საკითხებზე, რადგან შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ განვითარებაში, თუმცა იყავით ყურადღებით.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„ახლა უფრო მეტად დაემსგავსეთ დედას...“ - ევა ბარბაქაძის ახალ ფოტოებმა დიდი გამოხმაურება მოიპოვა