მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და გულშემატკივრებთან მუდმივი, უშუალო კომუნიკაციით გამოირჩევა.
ამერიკაში მცხოვრები მომღერალი საკუთარ პლატფორმაზე ხშირად აზიარებს არა მხოლოდ შემოქმედებით სიახლეებს, არამედ პოზიტიურ გზავნილებს, რომლებიც ადამიანებში მოტივაციისა და კარგ განწყობის ამაღლებას ემსახურება.
ამჯერად ნუცამ ახალი კადრები გამოაქვეყნა. იგი როგორც ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია და კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა:
„ულამაზესი და უმშვენიერესი ნუცა“,
„სასწაული გოგო და ადამიანი“,
„საოცარი ხარ, ბედნიერი იყავი სულ“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა მენეჯერმა, დარენ პრინსმა სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც საჯაროდ დაადასტურა, რომ ქართველ მომღერალ ნუცა ბუზალაძესთან სასიყვარულო ურთიერთობა დაასრულა.
როგორც პრინსის პოსტიდან ირკვევა, წყვილმა გზების გაყოფა ურთიერთშეთანხმებით, ცხოვრებისეული გარემოებებისა და განსხვავებული პირადი მიმართულებების გამო გადაწყვიტა.
ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინსი 2025 წლის ივნისში დაინიშნნენ, თუმცა, როგორც ახალი პოსტიდან ჩანს, მათი გზები ცოტა ხნის წინ გაიყო.
რაც შეეხება ნუცა ბუზალაძეს, ამ თემაზე მას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როდის უნდა ენდოთ საკუთარ ინტუიციას - „ჩაისუნთქეთ ჰაერი და შემდეგ ნელ-ნელა ამოისუნთქეთ“
⭕ „ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია“ - გარემოს ეროვნული სააგენტო
⭕ რატომ აღიქვამს ადამიანი ძალიან დიდ სიყვარულს ძალიან დიდ ბოროტებად - მოძღვრის განმარტება