Digest Logo

სელენა გომესი: „მსოფლიოს ცოტა მეტი იმედი სჭირდება“

1792061856
 სელენა გომესი

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი სელენა გომესი იმედის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი გზავნილი, განსაკუთრებით აქტუალურია სამყაროში, სადაც ადამიანებს ხშირად უწევთ გაურკვევლობასთან, სირთულეებსა და ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავება.

„მსოფლიოს ცოტა მეტი იმედი სჭირდება“, - ასე ჟღერს სელენა გომესის გზავნილი, რომელიც ადამიანებს პოზიტიური ხედვისა და უკეთესი მომავლის რწმენის მნიშვნელობას შეახსენებს.

Rare Impact Fund-ის საქველმოქმედო ღონისძიებაზე სელენამ ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ინიციატივის ფარგლებში 30 მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისა და რესურსების უფრო ხელმისაწვდომობას ემსახურებიან.

სელენა გომესი წლების განმავლობაში ღიად საუბრობდა პირად გამოცდილებასა და იმ გამოწვევებზე, რომლებსაც როგორც საჯარო პირი, ისე ჩვეულებრივი ადამიანი აწყდებოდა.

მომღერალი ასევე აქტიურად უჭერს მხარს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 2020 წელს მან Rare Beauty-სთან ერთად Rare Impact Fund დააარსა, რომლის მიზანიც ახალგაზრდებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

✕