
ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან. ზურა შევარდნაძის ბაღი სახელწოდებით „გარდენია“, თბილისთან ახლოს მდებარეობს და იქ ზურა თავის ოჯახთან ერთად ყვავილებსა და სხვადასხვა მცენარეებს უვლის. ამასთან იგი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ღონისძიებებში, სადაც ყვავილებისა და ბუნებაში მცენარეების მნიშვნელობაზე საუბრობს. მის ბაღში მუდამ სტუმრიანობა არის და ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია.
იგი ამჯერად სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და მეგობრის შესახებ წერს:
„გინდა იყო ბედნიერი? იყავი!“
გადაფსკვნილი მეგობრები არ ვართ, ასე ხანდახან შემოივლის ძაღლით, გამიხარდება მისი დანახვა, დავსხდებით, ხაჭაპურს და ჩაის მივართმევ, მოვყვებით ამ მთის, იმ მთის და მალევე წავა.
პატივს ვცემ მის ნიჭიერებას, გემოვნებიანია..
უცნაურად მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ ვურთიერთობთ, ნავთლუღის ბაზარში ხშირად როცა რამეს ვყიდულობ, სუსანა ან დოდო, ან იზო, ან გოჩა დახლის ქვეშიდან პარკს გამოაცოცებს და გადმომცემს, ამას წინათ გუგა იყო, შენთვის იყიდა და დაგიტოვა.
ზოგჯერ მეც მიყიდია და დამიტოვებია წვრილმანი, თუ ვიცი რომ მას ჩემზე უფრო სჭირდება და გაუხარდება.
„გინდა იყო ბედნიერი?
იყავი!!!!"“, - წერს ზურა შევარდნაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბენიც გაქართველდა და მეც გავამერიკელდი, ახლა ოქროს შუალედში ვართ“ - ნუკი კოშკელიშვილი