Digest Logo

🎥 „შედიან კონკურენციაში, რაც არასწორია“ – ნეკა დოროყაშვილი ქალების მხრიდან ბულინგზე

1769415004
ნეკა დოროყაშვილი

ქართველი მოდელი ნეკა დოროყაშვილი, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი გახდა ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან სასამართლო პროცესის შემდეგ, ამჯერად მუსიკალურ სამყაროში ცდილობს ადგილის დამკვიდრებას.

„იუთუბიზე“ ცოტა ხნის წინ მან გამოაქვეყნა სიმღერა და ცეცხლოვანი კლიპი სახელწოდებით „ამლოკე“. ნეკა  პოდკასტში „სარკასტიკა“ განმარტავს, რომ სიმღერის სათაურით ფილოსოფიურ გზავნილზეა აქცენტი.

ამჯერად მოდელი „იუთუბიზე“ ერთ-ერთ პოდკასტში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა და ქალების მხრიდან ბულინგის თემას შეეხო:

„მივხვდი, არავის არაფერი არ უნდა უმტკიცო. ქალებისგან ბულინგი სხვა ქალების მიმართ იმიტომ ხდება, რომ ქალები შედიან ქალთან კონკურენციაში, რაც არასწორია. ინტელექტის და განათლების პრობლემაცაა. ყველა უნდა მივხდეს, რომ არავის აინტერესებს საკუთარი ოჯახის წევრების გარდა. „კაი ტიპს“, არასდროს არ გაუსწორდება სხვისი დაჩაგვრა. ღრმა სურვილი მაქვს, რომ დავეხმარო ადამიანებს ვისაც მსგავსი სიტუაცია აქვს, რაც მე გამოვიარე. ქვეყანაში ვასწავლე ქალებს, თუ რა არის ძალადობა, sos სიგნალი ვიყავი არამარტო ქალებისთვისაც, კაცებისთვისაც. მე ვფიქრობ, რომ 10 წელიწადში საქართველოში ძალადობა არ იარსებებს“,- აღნიშნა დოროყაშვილმა.