
5:0 - ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ მოიგო.
მან „ინტერის“ დამარცხება კვარაცხელიას, ჰაკიმის, დეზირე დუესა და სენი მეილუეს გოლებით შეძლო. დეზურე დუეს ანგარიშზე ორი გოლია.
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალს ესწრებოდა ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახიც, რომლებმაც გამარჯვება ერთობლივად აღნიშნეს.
ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
„შენ დაიბადე იმისთვის, რომ ჩემპიონი იყო, ჩემო სიყვარულო.“
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით