ქართველი მოდელი და ტელესახე, ალექსანდრა პაიჭაძე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი კარიერა, პირადი ცხოვრება თუ სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებები მუდმივად ხდება განხილვის საგანი. ამჯერად, მოდელი გამომწერების კითხვებს პასუხობს. კითხვების უმეტესობა, როგორც ყოველთვის, მის პირად ცხოვრებას ეხება.
გამომწერის კითხვაზე, როგორ შეძლო ყოფილი ურთიერთობის დასრულება, ალექსანდრა წერს, რომ ყოფილ პარტნიორს მეუღლესთან დაბრუნება ურჩია.
„მეც მსგავსი სიტუაცია მქონდა თითქმის 3 წლის მანძილზე. ბოლოს აკნე, ფსიქოზი და ყველაფერი დამემართა, მერე ვთხოვე, შეურიგდი მეუღლეს, უყვარხარ, შენ მეტი არავინ ჰყავს-მეთქი და ასე მოვიშორე.
ყველაფერი რომ ვთქვა, ატომური აფეთქება მოხდება! შევინახე და ოდესმე გამოვფენ. ცოდოა უბრალოდ, არ არის კარგად, მკურნალობს და ვიზიარებ მის ცხოვრებისეულ დანაკარგს. ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილის მამაა, მერე რა, რომ მე ყველანაირად „მამწარებს“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.


⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕26 ოქტომბერი ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა - უცნობი ისტორია მსახიობზე, რომელიც აქამდე არ გსმენიათ