
მომღერალი პაატა თედიაშვილი, სიმღერა „სიყვარულის არმიის“ შემდეგ განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. მგონი, არ დარჩენილა ადამიანი, ვინც ამ სიმღერის სიტყვები ზეპირად არ იცის, განსაკუთრებით კი ეს ფრაზა: „უნდა შემოვიდე ამაღამ შენში.“
ჰოდა, დღეს სწორედ მისი სკანდალების შესახებ გიამბობთ.
ბავშვობა
დედამ გაგვზარდა, რადგან მამას თავისი ცხოვრება ჰქონდა. ჩვენი ბავშვობის ეტაპი მამამ ციხეში გაატარა. ვნახულობდი ორსაათიან, ერთკვირიან შეხვედრებზე. ეს იყო მისი ნახვის დიდი მოლოდინი. მე და ჩემი და გავაღებდით კარადას, მის სამოსს ვუყურებდით და ჩვენთვის იდეალი იყო. ველოდებოდით მის გამოსვლას. წლების წინ სოფელში, ჩვენი სახლი დაიწვა, სადაც მამა ცხოვრობდა და ტრაგიკულად დაიღუპა.
დედა იყო ყველაფერი. საუკეთესო დედა და მეუღლე – თუმცა, ეს მაინც ერთეულებს შეუძლით…
შიშველი ფოტოსესია
– თან, ქართული ცეკვის მოტივებზე რომ გადაგეღოთ შიშველი ფოტოები, საზოგადოება, ალბათ, გაცილებით კრიტიკული იქნებოდა.
– სიშიშვლით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პროტესტს გამოხატავენ. სიშიშვლეს ჩვენ, ამ შემთხვევაში, შემოქმედებითი დატვირთვა მივეცით და არა ეროტიკული. ეს იყო პროტესტი ცხოვრებისა და ყველა იმ უსამართლობის მიმართ, რომელიც გზაზე გვხვდება. ჩვენ კი მუდმივად ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ეს არ იყო სხეულის წარმოჩენის მცდელობა, ეროტიკა ან რამე მსგავსი.
– თქვენგან მიჩვეულები ვართ თამამ ნაბიჯებს, თუმცა, შიშველი ფოტოები პირველი იყო. ახლდა უხერხულობის შეგრძნება ან შიში, როგორ მიიღებდა მას საზოგადოება?
– მუდმივად მაქვს ეს განცდა. რადგან მე არ ვარ მარტო. მყავს დედა, რომელიც ტრადიციების მოყვარეა. თავისებური ხედვა აქვს ხელოვნებასთან დაკავშირებით, და, ასევე, ქორეოგრაფია და მასთან უფრო მარტივია ხოლმე მსგავს თემებზე საუბარი, მაგრამ ორივე განიცდის ამ პროვოკაციებს. არა უშუალოდ ჩემს თამამ ნაბიჯებს, არამედ ამ ნაბიჯების გამო ჩემს მიმართ წამოსულ აგრესიას. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც მჭიდროდ არიან ტრადიციებთან დაკავშირებული და ჩემი ნაბიჯები მათთვის იმდენად მიუღებელია, შეიძლება, ფიზიკურადაც გამისწორდნენ.
– დედამ როგორ შეაფასა ეს ფოტოსესია?
– დედას დიდად არ ესიამოვნა. მე სულ სხვა რამეს გასწავლიდი, სულ სხვა მიმართულებით მიმყავდი და შენ, მგონი, ჭკუიდან შეიშალეო. ეს ფოტოები რომ დაინახა, შეჰკივლა. შემდეგ იტირა კიდეც. მაგრამ მე ბავშვობიდან ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ. ჩოხა მეცვა და ფაფახი მეხურა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი შინაგანი სამყარო არ მქონდა. ხაშურში გავიზარდე და მუდმივად პრობლემური ურთიერთობა მქონდა ჩემს თანატოლებთან. დავდიოდი შორტებით, დახეული ჯინსებით, პირველი კომბინეზონი ხაშურში მე მეცვა, ჩემი სასკოლო ჩანთა სავსე იყო წიგნებით. 90-იანებში ეს ყველაფერი სხვებში პროტესტს იწვევდა.
იცით, მაშინ როგორი მისაბაძი იყო ახალგაზრდებში სხვა მიმართულების ცხოვრება. არაერთხელ შემქმნია პრობლემა, მაგრამ მიბრძოლია და გადამილახავს. იმიტომ, რომ მე ვარ ინდივიდი, მაქვს ჩემი აზრი და არასოდეს მყოლია მბრძანებელი. თუ რომელიმე სამსახურში მბრძანებლური ტონით მოუმართავთ, იქაურობა დამიტოვებია. ამიტომ დავტოვე ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და კულტურული ორგანიზაციები.
ფოტოსესია კუბოების დამამზადებელ საამქროში
საერთოდ, მე ხომ ვიცი რაღაც მოვლენებზე პასუხის გაცემა. თემა იყო საინტერესო და ვერ ვიტყვი, რომ პირველი ვარ. სატელევიზიო ეთერებში იყო პრეცედენტი, როდესაც ადამიანებმა ბედი მოსინჯეს და კუბოში ჩაწვნენ, მაგრამ მოვიძიე და ვერ ვნახე ფოტოსესია, რომელიც ამ საკითხს უკავშირდებოდა. ჩემმა ყოფილმა ლექტორმა, დავით გეგეშიძემ გამოსცა წიგნი – სიკვდილ-სიცოცხლის „აპოლოგია“, სადაც საინტერესოდ წერს და მიმოიხილავს ფოლკლორსა და სამეცნიერო მიმართულებებს და ლაიტმოტივად უდევს – „რა წამსაც დავიბადებით, იქვე საფლავი მზად არის“. ამ წიგნის წაკითხვამ შთამაგონა, გამეკეთებინა ასეთი ფოტოსესია.
მთელი ფოტოსესიის სათქმელი არის ის, რომ ჩვენ დღეს ცოცხლები ვართ, მაგრამ ვინც არ უნდა იყო: ღარიბი ხარ, მდიდარი ხარ, მეფე ხარ თუ პაიკი, საბოლოოდ ჩვენი განაჩენი მაინც ის ოთხი ფიცრის ყუთია, რითაც ჩვენ ამ ქვეყნიდან გაგვაცილებენ. ძალიან ხშირად გაგვიგია: რა წაიღო, ყოფილიყო კარგი ადამიანი და ეცხოვრა ადამიანურადო. ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე გქონდეს ძალიან ბევრი ფული და სარგებელი არ მოუტანო ადამიანებს.
ეს ფოტოსესია ხაშურში, კუბოების „ცეხში“ გადავიღეთ. თქვენ ფოტოებში ნახავთ იმ დარბაზებს, სადაც კუბო მზადდება. არ მაშინებს მსგავსი რაღაცები. ძალიან მაინტერესებდა საერთო სივრცე და „კუბოს კარები“ რომ გავაღეთ, ისე შეშინებულმა შევიხედე, გეგონება, რამეს დავინახავდი. ძალიან საინტერესო იყო ფერები, ფორმები...
გარეპილი 10 მცნება
მომღერალი პაატა თედიაშვილი გადაცემა „პროფილში“ ეკლის გვირგვინით მივიდა და ათი მცნება გარეპა.
მისი თქმით ყველა ხელოვანი ადამიანი არის წამებული.
"მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში არის მაგალითები, როცა რეი ჩარლზმა დაიწყო საეკლესიო საგალობლები, მოახდინა მისი ტრანსფორმაცია და მას ამისთვის დევნიდნენ.
2 წელი ვფიქრობდი რომ ეს გამეკეთებინა. ის რაც დანატოვარია უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, საზოგადო ადამიანებს, ხელოვანებს,სპორტსმენებს რომ მათ მიმართ სტიგმები არის და თუ ისინი არ იქნებიან ისეთები, როგორიც უმრავლესობას სურს, იწყება თავდასხმები. მე არ ველოდები აღიარებას და ადრე თუ გვიან, ადამიანები მიხვდებიან იმას, რომ ჩვენ სიკეთისა და სიყვარულისთვის ვცხოვრობთ და იმ დეფიციტმა, რაც დღეს არსებობს მე მაფიქრებინა, რომ კიდევ ერთხელ გამომატანინა ეს თემა" - განაცხადა თედიაშვილმა.
„მუსიკალური გველი“
აგრეთვე წაიკითხეთ: