Digest Logo

🎥 შორენა ბეგაშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს - „ასხივებ ბედნიერებას“

1787730153
შორენა ბეგაშვილი

მოდელმა და მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე, ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე 8 ივლისს, იტალიაში იქორწინა.

მას შემდეგ წყვილი სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდა. 

ამჯერად კი წყვილი მონაკოშია, საიდანაც შორენა კადრებს გვიზიარებს. მან მეუღლესთან ერთად, მონტე-კარლოს ხედს კერძო თვითმფრინავით გადაუფრინა.

კადრებმა კი დიდი მოწონება დაიმსახურა: 

„სილამაზე“, 

„ყველას აგხდენოდეთ ოცნებები“, 

„იბედნიერე“, 

„ბედნიერება თქვენ“,

„ასხივებ ბედნიერებას იხარე საყვარელო“, - წერენ კომენტარებში. 

შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილის ქორწილს კომოს ტბის ნაპირზე, ცოცხალი მუსიკა, საქორწინო დეკორაციები და გრანდიოზული ტორტი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა.

ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა. მისი რჩეული, მამუკა ურუშაძე 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუ­შა­ძე რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რი­საა ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და იგი ასე­ვე, ერთ-ერთი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის წი­ლის მფლო­ბე­ლია.

ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.

ნახეთ ფოტოები 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕28 აგვისტოს მნიშვნელოვანი მთვარის დაბნელებაა – რა ცვლილებებსა და მოულოდნელ მოვლენებს უნდა ველოდოთ

⭕თაკო ჩხეიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს - „ჩემი საყვარელი საღამო“

⭕🎥 რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პირველი სექტემბრიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება - ნახეთ დეტალები