Digest Logo

„სიცოცხლისა და სიკვდილის ომიდან“ განუყრელ მეგობრობამდე: სილვესტერ სტალონე და არნოლდ შვარცენეგერი წარსულ მტრობას იხსენებენ

1791812296
სტალონე და შვარცნეგერი

ჰოლივუდის მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის საკულტო ვარსკვლავები, სილვესტერ სტალონე და არნოლდ შვარცენეგერი, რომლებიც 1980-იან წლებში ერთმანეთის დაუძინებელი კონკურენტები იყვნენ, აცხადებენ, რომ წლების შემდეგ საუკეთესო მეგობრები გახდნენ.

სტალონეს თქმით, მათი მეტოქეობა თავდაპირველად იმდენად მწვავე იყო, რომ მტრობა „სიცოცხლისა და სიკვდილის ომს“ ჰგავდა:

„ჩვენ ერთმანეთს ყელში ვიყავით წაწვდენილები - ეს არ იყო ხუმრობა. ჩვენ შორის ნამდვილი ომი მიდიოდა, თუმცა საბოლოოდ ამ კონკურენციამ ორივეს დიდი სარგებელი მოუტანა და უკეთესები გავხადეთ“, - აღნიშნავს სტალონე.

მსახიობებს შორის ყინული 1990-იანი წლების ბოლოს გატყდა, როდესაც Planet Hollywood-ის პროექტის ფარგლებში ერთობლივი მსოფლიო ტური ჰქონდათ. ხანგრძლივმა მოგზაურობამ და საერთო ბიზნესმა მათი ურთიერთობა სრულად შეცვალა.

2025 წელს შვარცენეგერმა კიდევ ერთხელ გაიხსენა მათი წარსული დაპირისპირება და აღიარა, რომ ერთმანეთი „სძულდათ“. როგორც მან ენდი კოენთან, SiriusXM-ის გადაცემაში Radio Andy განაცხადა:

„ჩვენ ერთმანეთს ვესხმოდით თავს, ვამბობდით მძიმე რაღაცებს ერთმანეთზე და ამგვარ სისულელეებს ვაკეთებდით. მოულოდნელად, რობერტ ერლთან და კეიტ პარიშთან ერთად დავიწყე მუშაობა Planet Hollywood-ის ფრენჩაიზის - იმ რესტორნების შესაქმნელად. ეს რეალურად კარგი იდეა იყო, რადგან ის შეგვკრავდა და ერთმანეთთან დაგვაახლოებდა. მეც ზუსტად ეს მინდოდა. იმ მომენტისათვის ჩემმა სიგიჟეებმა უკვე გაიარა“, - იხსენებდა შვარცნეგერი.

✕