Digest Logo

🎥 „სხვა გზა არ მქონდა, ვერ გადავრჩებოდი“ – მაია ასათიანი ტელევიზიიდან წასვლასა და ახალ საქმიანობაზე

1791361377
 მაია ასათიანი

„მეხუთე ელემენტის“ სტუმარია ტელეწამყვანი და M110-ის დამფუძნებელი მაია ასათიანი, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

ერთ-ერთი თემა, რომელსაც იგი შეეხო ტელევიზიის მონატრება იყო, მაია ასათიანმა „რუსთავი 2“ 2021 წლის 25 მარტს დატოვა, სადაც დაახლოებით 20 წელი მუშაობდა და წლების განმავლობაში ყველასათვის ცნობილ გადაცემას „პროფილს“ უძღვებოდა. 

„ძალიან მენატრება ცოცხალი ადამიანი, რადგან საქმეს, რომელსაც ახლა ვაკეთებ ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობ. 15 წლის ასაკიდან ტელევიზიაში ვიყავი, იმდენ ორმოს გადავახტი და იმდენ ორმოში ჩავვარდი და იმდენი რამე ვისწავლე, რომ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რადიკალურად თუ შევიცვლიდი საქმეს და საერთოდ სხვა საქმით დავკავდებოდი. რომ მეკითხებიან, რატომ? - სულ უკვირთ რომ ვპასუხობ - ეს იმიტომ ვქენი, რომ სხვა გზა არ მქონდა, ვერ გადავრჩებოდი სხვანაირად. 

დღემდე მესიზმრება, რომ ვარ ამ ასაკის ამ გამოცდილების და „პირველი არხის“ ის „ალიონი“ მიმყავს, ქუდი მიდის და მე სათქმელი არაფერი მაქვს. არ ვიცი, რას ნიშნავს ამ სიზმრის ასე ხშირად განმეორება. მენატრება ის ტელევიზია, რომელიც აღარ არსებობს“, - ამბობს მაია ასათიანი. 

ნახეთ ვიდეო:

✕