ცნობილი ინტერნეტპროექტის, „ლელას voice“-ის ავტორმა, მსახიობმა თეონა ლეჟავამ „იუთუბიზე“ საკუთარი პოდკასტი წამოიწყო. მისივე თქმით, პროექტი „ლელას voice“ უკვე თითქმის რვა წელია არსებობს, თუმცა ვიდეოების გახმოვანების პროცესი და საკუთარი ოფისი/სამუშაო სივრცე საზოგადოებას პირველად სწორედ ამ ეპიზოდში აჩვენა.
ახალი პოდკასტის პირველი სტუმარი მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე გახდა. გადაცემაში მათ ერთობლივი პროექტების პერიოდი გაიხსენეს, ისაუბრეს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე, სტერეოტიპებთან ბრძოლასა და „მაღალ ვიბრაციებზე“.
კითხვაზე, რა კრიტერიუმი უნდა ჰქონდეს კაცს, რომელიც მოგეწონება? მოდელმა უპასუხა:
ალექსანდრა პაიჭაძე - იუმორი და ინტელექტი ძალიან მეგობრობენ... {როდესაც მეკითხებიან კრიტერიუმებზე} პირველი შემოსავალი, მეორე თუ მაღალი შემოსავალი აქვს და იუმორიც აქვს, ეგ არის უმაღლესი კლასი. 18–19 წლის რომ ვიყავი, სხვანაირად ვცხოვრობდი, ახლა უკვე დიდი გოგო ვარ და სხვანაირი კრიტერიუმები მაქვს. როცა ბიჭს შეუყვარდი გიჟი, გადარეული, სექსუალური და გამომწვევად მიმზიდველი და უცებ გადაწყვეტ, რომ სახლში ჩაჯდე და სრულად სხვანაირი გახდე, აი ეგ მგონია, რომ ძალიან ავნებს ურთიერთობას... ქალმა ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს საკუთარი თავი, ის ხასიათი და განწყობა. ერთგულება ფუფუნება გახდა ამ ეპოქაში... ძველი თაობისგან ასეთი რჩევა მივიღე, რომ ბოლომდე არ უნდა გაეხსნა პარტნიორს. ძალიან ადრე გამიკვირდა ეს სიტყვები, მაგრამ ცხოვრება ასეთია, ნელ-ნელა უნდა მიიღო ინფორმაცია და ცოტა დისტანცია დაიტოვო“,- ამბობს ალექსანდრა.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: