
მსახიობ გია ფერაძისა და მისი მეუღლის ირინა მიქატაძის სიყვარულის შესახებ თბილისში ლეგენდები დადიოდა. 1985 წლის 19 მარტს ლეგენდარული სიყვარულის ამბავი სულისშემძვრელმა ტრაგდიამ შეცვალა.
გია ფერაძემ საყვარელი მეუღლე ირინა მიქატაძე მოკლა...
დაზუსტებით არავინ იცის, რა მოხდა მაშინ... ერთ-ერთი ვერსიით, გია ფერაძე სახლში, დაახლოებით, ღამის სამ საათზე მივიდა...
ამის გამო, გიას მეუღლე განაწყენებია, შემდეგ გიას მინიატურული, კალმის ფორმის იარაღიდან გასროლილმა ხუთმილიმეტრიანმა ტყვიამ, ირინა მიქატაძის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ტრაგედიას მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ზოგმა მკვლელობა ეჭვიანობას დაუკავშირა, ზოგმა კი იარაღის გაუფრთხილებელ მოპყრობას...
ერთადერთი, რაზეც ყველა თანხმდებობდა იყო ის, რომ მსახიობს ცოლი სიგიჟემდე უყვარდა და სასიკვდილოდ მას ვერასდროს გაიმეტებდა.
ამ შემზარავი ტრაგედიის დროს გიასა და ირინა მიქატაძის შვილი 11 თვის იყო. დაღუპული დედის მშობლებმა ის წაიყვანეს და თავად გაზარდეს.
37 წლის გია ფერაძე 7 წლით დააპატიმრეს. საპყრობილე 1993 წელს, 45 წლის ასაკში დატოვა. გათავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ, 1995 წლის 20 დეკემბერს, 47 წლის გია დაიღუპა.
მარიკუნა ფერაძეს არც მამა და არც დედა არასდროს უნახავს. თუმცა მამასთან ერთადერთ შეხვედრას ასე იხსენებს:
„ერთხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში გრძელ წვერებში გაწეწილი, ჩაჩაჩულ შარვალსა და დაგლეჯილ „ბათინკებში“ ჩაცმული კაცი შემოვიდა. ლოთი და მათხოვარი მეგონა. მომიახლოვდა და მკითხა, ირინას გოგო ხარო? ჰო-მეთქი და დაიწყო ღრიალი. ეტყობა, ბებიაჩემმა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გადმომაგდო და გული წაუვიდა, თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. ბებიამ მერე მითხრა, მამაშენი იყოო… მესმოდა, როგორ გავარდა ეზოდან ღრიალით...
მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი და დარწმუნებული ვარ, შემთხვევით მოუვიდა, რაც დაემართა. ვამაყობ, რომ გია ფერაძის შვილი ვარ. მაგარი მსახიობი იყო. ძალიან მიყვარს ფილმი „არასერიოზული კაცი“… სისტემატურად ვკითხულობდი მის ლექსებს. ბევრი იწვალა, თავი არ მოიკლა. თვითმკვლელობა დროში გაწელა. ეს ბევრად მტანჯველია. მან მოინანია,“ - ამბობს მარიკუნა ფერაძე.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
როგორ ცხოვრობს კუზანოვების ოჯახი? - ფოტო-ამბები
ვნახე თეთრ სასახლეში თეთრი, საოცრად ლამაზი გოგო - მღვდლის ოჯახის ტრაგედია