Digest Logo

🎥 თაკო ნაცვლიშვილი იუბილარია - როგორ მიულოცეს მოდელს დაბადების დღე

1760081959
თაკო ნაცვლიშვილი

მოდელი თაკო ნაცვლიშვილი იუბილარია. 

მოდელმა დაბადების დღე ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა.

მას დედამ ნინო ცქიტიშვილმა დაბადების დღე მიულოცა და ტორტი მიართვა. 

თაკო როგორც ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია. 

თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა.  მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“. მისი ბრწყინვალე სამოდელო კარიერა ბევრი გოგონასთვის საოცნებო და იმედის მომცემია. როგორც თავად ამბობს, არასდროს არავის აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო, რადგან თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა.

თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მაღალი მოდის პოდიუმზე გზა გაიკვალა და ითანამშრომლა ყველა იმ პრემიუმ მარკის ბრენდთან, რომლებიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთგვარ „ამინდს ქმნიან“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გამიხარდება თუ ყველაფერი ძველებურად იქნება“ - რას ჰყვება ილია თოფურიას ახლობელი ოჯახის სკანდალზე?

⭕დღეს სარკისებური თარიღია - „გამონახეთ 15-20 წუთი, სურვილები ასრულდება“