
თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე წელსაც იმყოფებოდა, სადაც წითელ ხალიჩაზე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი კაბით წარდგა. აღსანიშნავია, რომ თამო ვენეციაში შარშანაც იმყოფებოდა და წითელ ხალიჩაზე მაშინ პირველად გამოჩნდა.
თამო ვაშალომიძემ ულამაზესი, განსხვავებული და დახვეწილი ლუქი მოირგო. იგი ამჯერად სადა მაკიაჟსა და ვარცხნილობაში გამოჩნდა. მოდელი ასეთ ღონისძიებებზე პირადი დიზაინერით და ვიზაჟისტით მოგზაურობს.
ფესტივალზე თამოს გამოჩენამ გამომწერების კომპლიმენტები და მილოცვებიც დაიმსახურა:
„სიამაყით ვაცხადებ, ეს ჩემი გოგოა, წარმატებისთვის დაბადებული“,
„ჩემო საყვარელო, მიზანდასახულო და შეუჩერებელო. იკაშკაშე და იბრწყინე ჩემო გოგო“,
„რა ეშხია, ქართული სული და გენი ქართული სილამაზე“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, თამო ვაშალომიძე ქართულმა საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. მას შემდეგ თამოს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ოჯახი, მას უკვე ორი შვილი და მეუღლე ჰყავს. ასევე თამომ საკუთარი თავის და კანის მოვლის ბრენდი „თამოსკინი“ დააარსა, რომელიც არა მარტო ქართულ, არამედ უცხოეთის ბაზარზეც აქტიურად ოპერირებს.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, ვინ იყო ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი, რომელსაც იტალიაში მანქანა დაეჯახა
🎥 ნუკი კოშკელიშვილი ნიუ-იორკში დაბრუნდა - ორსული მოდელი ახალ კადრებს გვიზიარებს
⭕„ყოველდღე უფრო და უფრო ლამაზდები, იხვეწები, მშვენიერი ხარ“ - ნინო ჩხეიძე წითელ კაბაში პოზირებს