თბილისმა წელს კიდევ ერთხელ უმასპინძლა ქალაქის მთავარ სახალხო დღესასწაულს „თბილისობა 2026“-ს, რომელიც 3 და 4 ოქტომბერს აღინიშნა.
როგორც ყოველთვის, ღონისძიება ტრადიციული მოტივებით მიმდინარეობდა. შესრულდა ქართული ნაციონალური ცეკვა და სიმღერა. ამასთან, გაიმართა საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას უამრავი ცნობილი ქართველი ესწრებოდა, მათ შორის იყო ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი.
გასვიანი დღესასწაულზე მეუღლესთან მარიტა მელიქიშვილთან ერთად იმყოფებოდა. კადრები კი სოციალურ ქსელში გაგვიზიარეს.
„თბილისობა 2026“, - წერს გასვიანი.





