Digest Logo

თიკო სადუნიშვილი ეკრანზე ბრუნდება და ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად გადაცემას ამზადებს

1678867471
თიკო სადუნიშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი

„ვიწყებთ ახალ, საინტერესო გადაცემას, რომლის წამყვანიც თიკო სადუნიშვილი იქნება და რომლის პრომოსაც ძალიან მალე დავდებთ“, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

🔵„მრავალწლიანი ჭიდილი წონასთან, ფორმებთან, ზომებთან, დასრულებულად გამომიცხადებია“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

მისივე თქმით, ახალი გადაცემა ეთერში აპრილიდან, ყოველ ოთხშაბათს „სხვა ნანუკას” შემდეგ გავა.

„ახალ გადაცემას ვიწყებთ, ის ეთერში აპრილიდან, ყოველ ოთხშაბათს, „სხვა ნანუკას“ შემდეგ გავა. რომელსაც წაიყვანს თიკო სადუნიშვილი, ეს იქნება ძალიან საინტერესო გადაცემა, რომლის პრომოსაც მალე დავდებთ. გუშინ მე და თიკო სწორედ ამ გადაცემის ფორმატში ვსაუბრობდით, ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია, რა აზრს ვანიჭებთ ცხოვრებას. ეს კითხვა არ უნდა დავსვათ., რადგან თითოეული ჩვენგანი ჩვენს ცხოვრებას აზრს ჩვენ თვითონ უნდა ვანიჭებდეთ. ეს შეიძლება შედგებოდეს დიდი და პატარა მიზნებისგან, რაც ცვალებადობასაც იწვევს. აი, მაგალითად, წინა თვეში რომ გეკითხათ, რა არის შენი ცხოვრების აზრი, შესაძლოა, მეპასუხა საერთოდ სხვა რამე, ახლა კი სრულიად განსხვავებული პასუხი მექნება. ჩვენი ბედნიერება და კარგად ყოფნა, ჩვენს ხელშია”, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მამაჩემი არასდროს ყოფილა უცხო ქვეყანაში -რაც გარდაიცვალა, თან დამაქვს მისი სურათი და ყველა აეროპორტში შებიჯებისას სხვებისგან უჩუმრად ჯიბიდან ვიღებ და ერთად გადავდივართ საზღვარზე“ - გიორგი კეკელიძე

🔵„ევროკავშირის დროშას არანაირი საერთო არა აქვს არც ღვთისმშობელთან და არც რელიგიასთან საერთოდ...“ - გიორგი ფოფხაძე

🔵„გეომაგნიტური დღეა - აკონტროლეთ ემოცია და გამოიჩინეთ მეტი მოთმინება“ - მიხეილ ცაგარელი