Digest Logo

„მამაჩემი არასდროს ყოფილა უცხო ქვეყანაში -რაც გარდაიცვალა, თან დამაქვს მისი სურათი და ყველა აეროპორტში შებიჯებისას სხვებისგან უჩუმრად ჯიბიდან ვიღებ და ერთად გადავდივართ საზღვარზე“ - გიორგი კეკელიძე

1678857609
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ფეისბუკის პირად გვერდზე გარდაცვლილ მამასთან დაკავშირებით მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

🔵„მახსენებენ, რომ დეპრესია მქონდა და სუიციდი ვცადე... ეს როგორ უნდა იკადრო?“ - გიორგი კეკელიძე

„მამაჩემი არასდროს ყოფილა უცხო ქვეყანაში. როცა ცოცხალი იყო, სულ გადავდე და ვერასდროს მოვახერხე სადმე წამეყვანა. რაც გარდაიცვალა, თან დამაქვს მისი სურათი და ყველა აეროპორტში შებიჯებისას სხვებისგან უჩუმრად ჯიბიდან ვიღებ და ერთად გადავდივართ საზღვარზე. რას ცვლის ეს საქმე? ვერც ვერაფერს. უბრალოდ სინდისს ატყუებს. ახლა დავხედე და ძალიან გაცვეთილა სურათი. მთელი რვა წელი გასულა. მთელი რვა წელი. დავხედე და რატომღაც თქვენთვისაც მომინდა მეთქვა“, - წერს გიორგი კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბევრს აინტერესებდა, მე რომ 16 წლის ბავშვი წყლის ჭავლზე ვხტუნაობ, ამ დროს სად მყავს ოჯახი...“ - გოგონა წითელი შარვლით კრიტიკოსებს პასუხობს

🔘„გთხოვთ, შეწყვიტოთ ოჯახის წევრების შეურაცხყოფა! საქართველოს ადგილი ევროპაშია...“ - ქეთი ხატიაშვილი

🔘„კვირაში ერთხელ, საათ-ნახევრით არიგებს ხოლმე ყველაფერზე მოჩხუბარ ქართველებს“ - გია მურღულია