ლამინ იამალის მამამ შვილის შესახებ ემოციური განცხადება გააკეთა და საზოგადოებას შეახსენა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის სრული სახელია ლამინ ნასრაუი ებანა, აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა
მისი თქმით, სანამ იამალი მოედანზეა, საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მოპოვება სხვებისთვის მარტივი არ იქნება.
„მომისმინეთ, რაღაცას გეტყვით და მინდა, ყველამ იცოდეს.
ჩემი შვილის სახელია ლამინ იამალი. მაგრამ იამალი მისი გვარი არ არის!
მისი გვარია ნასრაუი ებანა. მინდა, ეს ყველამ გაიგოს, ამიტომ ეს ორი რამ ერთმანეთში არ აურიოთ.
და დაიმახსოვრეთ ერთი რამ: სანამ ლამინ იამალი მოედანზეა, თქვენ ვერასდროს იქნებით საუკეთესო“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.