ევროვიზია 2026-ის საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“ უკვე მასპინძელ ქალაქში იმყოფება და პირველი რეპეტიციისთვის ემზადება. ქართველი მონაწილეები სცენაზე გასვლამდე ემოციებს ვერ მალავენ და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.
„მივდივართ, რომ ევროვიზიის სცენაზე რეპეტიცია გავიაროთ. ძალიან დადებითი ემოციები გვაქვს, რადგან დღეს არის ის დღე, რომელსაც დიდხანს ველოდებოდით.
გვაქვს სიხარულისა და მღელვარების განცდა. ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ აქამდე მოვსულიყავით და სცენაზე საუკეთესო შედეგი დაგვედო.
თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა დიდ ძალას გვაძლევს, რათა ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა“, - აცხადებენ ჯგუფის წევრები.
შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის რიგით 70-ე კონკურსი წელს ავსტრიაში ჩატარდება, ვინაიდან გასულ წელს გამარჯვება მათმა წარმომადგენელმა მოიპოვა. ღონისძიებას ქვეყნის დედაქალაქი ვენა უმასპინძლებს.
კონკურსის განრიგი ასეთია:
პირველი ნახევარფინალი: 12 მაისი
მეორე ნახევარფინალი: 14 მაისი
გრანდიოზული ფინალი: 16 მაისი
საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“ მაყურებლის წინაშე 12 მაისს, პირველ ნახევარფინალურ საღამოზე წარდგება.

View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გამოავლინეთ მოთმინება, სიმტკიცე და მიზანმიმართულობა“ - რისგან უნდა შეიკავოთ თავი 4 მაისს?
⭕„ჩემი სულის მეგობარი... ბიბი 14“ - ანუკი არეშიძის და კახა კალაძის შვილი იუბილარია