მომღერალი ნინი ბადურაშვილი გადაცემაში „პირველი სტუდია“ შვილის, ელენე კუტალაძის გარდატეხის ასაკსა და იმ სირთულეებზე საუბრობს, რომლებსაც ამ პერიოდში, როგორც მშობელი, აწყდება. მომღერლის თქმით, ის ცდილობს შვილის პირად სივრცეს პატივი სცეს და ურთიერთობაში ბალანსი იპოვოს.
„გარდატეხის პერიოდი აქვს, ცოტა შეეცვალა ხასიათი. თქვენობით ველაპარაკები, ხომ იცით, მაგათ თავისი სივრცე უნდათ, ზედმეტი შეკითხვები აღიზიანებთ. მე კი ვერ გამოვდივარ მშობლური მზრუნველობიდან: „ჭამე“ და მსგავსი რაღაცები, რაც ნერვებს უშლის (იცინის). ვცდილობ, ზედმეტად არ შევიჭრა მის პირად ცხოვრებაში და ეს ყველაფერი დავაბალანსო“, - ჰყვება ნინი ბადურაშვილი.
მომღერალმა აღნიშნა, რომ მიუხედავად „მშობლური ინსტინქტებისა“, აუცილებელია მოზარდს ჰქონდეს დამოუკიდებლობის შეგრძნება.

