ცნობილი ქართველი პროდიუსერი კახა მამულაშვილი, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი როგორც მამულიჩა, და მისი მეუღლე, ესტრადის ვარსკვლავი ლელა წურწუმია, თბილისის ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან.
წყვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ მგზავრობენ ისინი დედაქალაქის ერთ-ერთი ავტობუსით.
„წამი წუმებში წავიდა, წამოვიდა“, - წერს მამულიჩა.
მომღერალი ლელა წურწუმია ქართული შოუბიზნესის გამორჩეული სახეა, რომელმაც მოახერხა არა მხოლოდ აქტუალობის შენარჩუნება, არამედ იმგვარი ესთეტიკის ჩამოყალიბება, რომელიც დროსთან ერთად სულ უფრო დახვეწილი ხდება.
იგი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ხშირად გვიზიარებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით