
„დღის პოსტის“ყოფილმა წამყვანმა მანუ მურღულიამ თავისი ნიჭიერებითა და მომხიბვლელი გარეგნობით საზოგადოებას თავი კარგად გააცნო და შეაყვარა. ამასთან მანუ იუმორისტული შოუს ბენდის „ნიკოს შოუს“ წევრიც გახლდათ. სწორედ მათ მიერ შესრულებულ სიმღერებს უკვე არაერთ ქვეყანაში იცნობენ, იყენებენ თავიანთი ინტერპრეტაციით და აღნიშნავენ, რომ ეს ქართულია.
მანუ სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს.
„ფორტუნამ“ მანუსთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ბოლო დროის ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე ისაუბრა, რომელიც მას და გიორგი კალატოზს უკავშირდება.
„იუთუბზეც“ საკმაოდ აქტუალური ხარ ბოლო დროს. რამდენიმე გადაცემას ესტუმრე, რომელთა ნახვები ასი ათასს გადასცდა. ერთ-ერთი სტუმრობისას ვახო ბოლოთაშვილთან დაგისვეს კითხვა, ვინ არის ყველაზე სიმპათიური იუთუბერი და შენ უპასუხე, რომ ეს არის გიორგი კალატოზი. შემდეგ „ფუპოდკასტშიც“ იყავი მახარას და კალას სტუმარი. ამ გადაცემის შემდეგ სოციალური ქსელი ფაქტობრივად ითხოვს შენი და კალას რომანს. გაგვიმხილე, რა ხდება სინამდვილეში?
„იუთუბის“ მომხმარებელი არ ვიყავი და ბოლო ერთი წელია, აქტიურად ვუყურებ. ვიყავი ვახოსთან, ძალიან მომეწონა ლაივში ყოფნა და კომენტარების კითხვა. კითხვაზე, ვინ არის „იუთუბზე“ ყველაზე სიმპათიური, ძალიან გულწრფელად გავეცი პასუხი, რომ ეს არის გიორგი კალატოზი, კალა. „ფუპოდკასტშიც“ წამოიწია ეს თემა და ისევ თავიდან გავიმეორე, რა თქმა უნდა. ხალხი რომ ჩვენს რომანს ითხოვს, ეს მხოლოდ მამხიარულებს.
სიმართლე რომ ვთქვა და არ დაგიმალოთ, კომენტარებს რომ ვკითხულობ, ცუდი რეაქცია არ მაქვს. სულ წერენ, როგორ უხდებით ერთმანეთს და რამე ხომ არ ხდებაო. ერთი მომენტი დავფიქრდი, მანუ, რამე ხომ არ გამოგრჩა-მეთქი. მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ არაფერი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ დიდი სიმპათიებით ვარ განწყობილი და მისი თამაში მომწონს „მაფიაში“, ჩვენ შორის მართლა არაფერი ხდება. არ მინდა, კალა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო და იმედი მაქვს, რომ არც ჩამიყენებია... ვნახე გადაცემა, სადაც თავადაც დამასახელა, როგორც ყველაზე ლამაზი ქართველი ინფლუენსერი და რა თქმა უნდა, ეს შეფასება ძალიან სასიამოვნოა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
წყარო: fortuna.ge