Acento Noor არის ექსკლუზიური პოდკასტი Podimo-ზე, რომელსაც უძღვება ჟურნალისტი და ინფლუენსერი Noor Ben Yessef. შოუ აერთიანებს მიმდინარე მოვლენებს, პოლიტიკასა და გართობას, სადაც საინტერესო სტუმრებთან ერთად განიხილება აქტუალური თემები. პოდკასტს ჰყავს სხვადასხვა ცნობილი სტუმარი, როგორიცაა, მაგალითად, ფეხბურთელი მარკოს ლორენტე ან პოლიტიკოსი იოლანდა დიასი. ამჯერად კი გადადცემის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, რომ ჯორჯინა უუზკატეგუი ბადელი „Acento Noor“-ის ახალი სტუმარია.
„ბრწყინვალე, ღრმა რწმენის მქონე და ძლიერი სამეწარმეო ნიჭით დაჯილდოებული ქალი მადრიდში ჩამოდის იმ შემართებით, რომ სამყარო დაიპყროს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჯორჯინა ასე გულახდილად საუბრობს საკუთარ იდენტობაზე.
იგი არის ფონდის Seeds Of Life Foundation ელჩი, სადაც ეხმარება ოჯახის წევრებისა თუ პარტნიორების მხრიდან ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლ ქალებს. ის გვიზიარებს, თუ რატომ ჩაერთო ამ სოციალურ პრობლემასთან ბრძოლაში", - ვკითხულობთ აღწერაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა გელით სასიყვარულო ფრონტზე? - ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც ივლისი გარდამტეხი იქნება