Digest Logo

„ცხოვრებაში დგება ის ერთი მომენტი, როცა ყველა ქრება...“ - თამთა შედანია ემოციურ მიმართვას ავრცელებს

1787647615
თამთა შედანია

მოდელი თამთა შედანია სოციალურ ქსელში ვრცელ და ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წლების მატებასთან ერთად მიღებულ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და გარემოცვის გაფილტვრის აუცილებლობაზე საუბრობს. სუპერმოდელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რთულ მომენტებში ადამიანების რეალური სახეები ჩანს, ხოლო ყველაზე ძვირფას ფასეულობად ოჯახი, შვილები და თითზე ჩამოსათვლელი გულწრფელი მეგობრები რჩებიან.

„რაც უფრო ვიზრდები და წლები მემატება, იცით, რას მივხვდი? შვილებზე, მეუღლეზე და ოჯახზე ძვირფასი არაფერია. ეს ბოლო პერიოდში საკუთარ თავზე გამოვცადე. გარშემო უამრავი ადამიანი მეხვია თავს, როგორც ფუტკრები თაფლს, მაგრამ ცხოვრებაში დგება ის ერთი მომენტი, როცა ყველა ქრება და რჩებიან ის რეალური სახეები, ვინც ნამდვილად შენ გვერდით არიან.

ამიტომ, დაუკვირდით, ვის უზიარებთ თქვენს ენერგიას, სიყვარულს, დროს და მზრუნველობას, რადგან ადამიანები მოდიან და მიდიან, საბოლოოდ კი რჩება მხოლოდ შენი ოჯახი და თითზე ჩამოსათვლელი, გულწრფელი ადამიანები.

გაუფრთხილდით თქვენს ყველაზე ძვირფას რესურსს - დროს. გაფილტრეთ თქვენი გარემოცვიდან ის ყალბი ადამიანები, ვინც თქვენს სიმშვიდეს, ენერგიას და შინაგან ძალას გართმევენ. როცა აღარ დახარჯავთ საკუთარ თავს იქ, სადაც ამის ღირებულებას ვერ ხედავთ, თქვენი ენერგია დაბრუნდება, გონება გათავისუფლდება და თქვენც ბევრად უფრო ძლიერი, მშვიდი და პროდუქტიული გახდებით საკუთარ ცხოვრებაში.

ზოგჯერ ყველაზე დიდი ცვლილება სწორედ იმ ადამიანების გაშვებით იწყება, ვის გვერდით დარჩენაც დიდი ხნის წინ აღარ ღირდა“, - წერს თამთა შედანია.

თამთა შედანიას პირადი ცხოვრება და ოჯახი

თამთა შედანია პირველად ბიზნესმენ ერეკლე მანგოშვილზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც უფროსი ქალიშვილი, მია ჰყავს.

მოგვიანებით სუპერმოდელმა ინტერიერის დიზაინერ რატი რატიანზე იქორწინა. წყვილმა ჯვარი 2022 წელს დაიწერა და ორ საერთო შვილს, კირასა და მიხეილს ზრდის.

ცნობისთვის, მოდელის მეუღლე რატი რატიანი შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და მიწისქვეშა სათბურში მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით. სასამართლომ მას ბრალდება დაუდასტურა და სასჯელის სახედ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.