ახალგაზრდობაში გახდე პოპულარული არც ისე რთულია, თუმცა, 84 წლის ასაკში მთელ საქართველოს თავი გააცნო და მათ საყვარელ ბებოდ იქცე - რთულია.
ალბათ მიხვდით, რომ ამ სტატიაში შუშანა ბებოზე უნდა მოგიყვეთ.
მარიამ ღუდუშაური და შუშანა ბებო დღეს ქართულ ინტერნეტსივრცეში ყველაზე პოპულარული ბებია და შვილიშვილია.
„დაიჯესტის“ კითხვებს თავად შუშანა ბებო პასუხობს;
როგორი იყავით ახალგაზდრობაში? რას საქმიანობდით და ვინ იყო თქვენი მთავარი მოტივატორი?
ახალგაზრდობაში დიდებული გოგო ვიყავი, თავის ქება გამომივა, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა, მიყვარდა საქმის კეთება, მიწაზე მუშაობა, ქსოვა და ასევე, თავისუფალ დროს სხვადასხვა ხელსაქმით ვიყავი დაკავებული.
მოწერსრიგების გარეშე გარეთ არ გავდიოდი, ჩემს თავს მივხვედავდი, გავიპრანჭებოდი და მერე ვიწყებდი საქმის კეთებას.
ახლა როგორი ვარ და ახალგაზრდობაში როგორი ვიქნებოდი, დასკვნა თავად გამოიტანეთ.
როდესაც სწავლა დავამთავრე, დავიწყე ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლად მუშაობა. მერე ღამის 3 საათამდე ბავშვებს მეცადინებაში ვეხმარებოდი.
ჩემი მოტივატორი კი ჩემი საკუთარი თავი იყო.
რა ასაკში იპოვეთ ნამდვილი სიყვარული?
26 წლის ასაკში ვიპოვე ნამდვილი სიყვარული და გავთხოვდი.
თქვენი სიყვარულის ისტორია მოგვიყევით
ჩემი მეუღლე მეზობელ სოფელში ცხოვრობდა. ხშირად გვიწევდა შეხვედრა ერთმანეთთან, თან ჩემი მომავალი ქმრის სოფელში იყო ჩემი და გათხოვილი, როდესაც იქ მივდიოდი, მოდიოდა და სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი.
მაშინ დიდებული ქორწილები არ იცოდნენ და უბრალო ქორწილი გავაკეთეთ, ვიწრო წრეში, თუმცა, საქორწილო კაბაც მეცვა და ფატაც მეხურა.
ცხოვრებისეული ტრავმა, რომელმაც თქვენზე ყველაზე მეტად იმოქმედა...
ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრამვა ჩემი ორსართულიანი სახლის დაწვა იყო. ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, თუმცა ჩემმა შვილებმა არ მომცეს უფლება ამაზე მედარდა და საყვარელმა ადამიანებმა დარდი გამიქარწყლეს. დღეს მათი წყალობით კარგად ვარ.
გიფიქრიათ თუ არა, რომ ოდესმე გახდებოდით ყველასათვის საყვარელი შუშანა ბებო?
ამაზე არასოდეს მიფიქრია, ვერ წარმოვიდგენდი თუ მთელი საქართველო ასე შემიყვარებდა და პატივს მცემდა. ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემ მიმართ დიდ სიყვარულს იჩენს, მინდა მადლობა გადავუხადო.
რას ურჩევდით თქვენი თაობის ადამიანებს?
არ დაყარონ ფარხმალი და საკუთარს თავს მოუარონ. არასოდეს იფიქრონ, რომ ბებრები არიან და ყველაფერი დასრულდა.
რას ურჩევდით ახალ თაობას?
ვურჩევდი ისწავლონ ძალიან ბევრი, რადგან ისეთი დრო არის, არაფერი განათლების გარეშე არ გამოვა. განათლების გარეშე საკუთარ თავს დაკარგავენ.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ყალბი ვიზის დამზადების საქმე, რომანები და სხვა სკანდალები ნოე სულაბერიძეზე
ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი