Digest Logo

ცნობილია, ვის ჰქონდა ნალუს კოსტიუმი მორგებული - მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-5 სეზონის მესამე ეპიზოდი შედგა

1764015325
 ნალუს კოსტიუმი მორგებული

„იმედის“ მაყურებელმა დღეს მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ ახალი, მე-5 სეზონის მესამე ეპიზოდი იხილა.

ამჯერად, დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე 8 თოჯინა წარდგა: ლაზიერი, ქურუმი, ნალუ, ფარშევანგი, მინოტავრი, ბროწეული, სიმინდი და დელფინი.

მათგან გულშემატკივართა რჩეულები გახდნენ: ბროწეული, ლაზიერი, მინოტავრი, ფარშევანგი, დელფინი, ქურუმი, შესაბამისად, ისინი გადავიდნენ შემდეგ ტურში.

დარჩენილი ორი თოჯინადან - სიმინდი და ნალუ, ჟიურიმ მეგაშოუში სიმინდი დატოვა.

ნალუს ნიღაბი გია ჯაჯანიძეს ჰქონდა მორგებული.

მეგაშოუს წინა სეზონებში საზოგადოებისთვის არაერთმა ცნობილმა სახემ მიიღო მონაწილეობა. ყოველ ორშაბათს „იმედის“ ეთერში სრულიად საქართველო ელოდება, გაარკვიოს, ვინ ახერხებს გარდასახვას 10 ახალი თოჯინათი. 8 კვირის განმავლობაში ისინი ეცდებიან, მათი ვინაობა ვერავინ გაიგოს, მთელი საქართველო ამ დროის განმავლობაში კი დეტექტივად გადაიქცევა.