
მოდელი ლიკა კვარაცხელია „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია. იგი პერიოდულად საკუთარ გამომწერებს რჩევებსა და მოგზაურობის ფოტოებს უზიარებს. მოგეხსენებათ მოდელმა ამჯერად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ტელეწამყვანის როლი მოირგო და ყოველ პარასკევს კულინარიულ რუბრიკას უძღვება.
ამჯერად ლიკა კვარაცხელია ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარ თავზე საუბრობს.
„წყენის პატიება ნამდვილად მიჭირს. მით უმეტეს, როცა არ ვიმსახურებ, მერე მართლა ძალიან მიჭირს. ალბათ, იმიტომ, რომ ურთიერთობაში ბევრს გავცემ. მეგობარი იქნება, ახლობელი თუ სხვა, არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ, როდესაც უკან სხვა დამოკიდებულებას ვიღებ, მერე უკვე აღარ ვპატიობ.
ზოგადად, არ ვარ ფამილარული ადამიანი. არ შემიძლია, გაცნობიდან მეორე დღეს ასი წლის ნაცნობივით ვეურთიერთო ადამიანს. დისტანციაც მიყვარს და ბევრ ემოციასაც ვერ გამოვხატავ. შეიძლება, ჩემში მოიხარშოს ყველაფერი და სხვებს არ გავუზიარო“, - ამბობს ლიკა კვარაცხელია.
- რა მოგწონთ და რას გამოასწორებდით საკუთარი თვისებებიდან?
მომწონს სამართლიანობა. ყველანაირ სიტუაციაში ვცდილობ, ორივე მხრიდან რაციონალურად და ცივი გონებით შევხედო არსებულ მდგომარეობას და სამართლიანად ვიმოქმედო, ანუ, ემოციებს არ ავყვე. ძალიან ბევრი ფიქრი მჩვევია და ასევე, ზედმეტი პასუხისმგებლობის შეგრძნება ჩემი ახლობლების მიმართ, რაც მე თვითონაც მღლის და ალბათ, სხვასაც – ამ თვისებას სიამოვნებით გამოვასწორებდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ტოვებს თუ არა გურამ კაშია საქართველოს ნაკრებს? - რას ამბობს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი