„შეხვედრები ეკა ხოფერიასთან“ 2026 წლის პირველი შეხვედრების მასპინძლები ცნობილი მუსიკოსების ოჯახი იყო.
89 წლის მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ კარგად ყოფნის და ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა.
„კარგად და ჯანმრთელად ყოფნის საწინდარი არის ის, რომ არ უნდა იბოღმებოდე. არ უნდა ბრაზობდე და არ უნდა გეზიზღებოდეს ხალხი.
ახალგაზრდობაში არაფერს არ ვაკეთებდი არ ვვარჯიშობდი, თუმცა რაღაც პერიოდი დაკავებული ვიყავი იოგით, 3 წელი თავზე ვიდექი და ამ იოგამ გამიმაგრა ხმის იოგები.
დამოკიდებულება მაქვს ასეთი, რომ თავი ძალიან ახალგაზრდა მგონია, კარგად ვაზროვნებ და კარგად ვიმახსოვრებ ყველაფერს. მე ახალგაზრდობიდან არ მიყვარდა ფეხით სიარული.
თუ ხარ დატვირთული და ხარ განცდებში მაშინ ბერდები, თუ არაფერზე დარდობ კი ხარ კარგად“, - ჰყვება ნანი ბრეგვაძე.
ნანის მამა გარდაიცვალა 93 წლის ასაკში, რომელიც საკუთარ თავს უვლიდა და ყველა კბილი ადგილზე ჰქონდა და არაფერი არ აწუხებდა“, - იხსენებს ნატალიკო.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: